ბრიტანეთში მცხოვრები ინა გრეისი ჯერ მხოლოდ 2 წლისაა, თუმცა დედას ფერმის საქმეებში აქტიურად ეხმარება და ძროხებს უვლის. ამის გამო ინას დიდ ბრიტანეთში ყველაზე ახალგაზრდა ფერმერი უწოდეს. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ინა დედასთან, ვიქტორია ბაიერსთან ერთად ცხოვრობს. ის საზოგადოებამ მას შემდეგ გაიგო, რაც დედამისმა სოციალურ ქსელში პატარა გოგონას ვიდეო გაავრცელა.
„ინას ფერმაში ყოფნა ძალიან უყვარს, ის უვლის ცხოველებს და მათთან დროის გატარება ძალიან უყვარს",- ამბობს ვიქტორია.