შაბათი, დეკემბერი 21, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებიროცა კონფლიქტი ხდებოდა, ნიკოლოზი საბანკო ბარათს ბლოკავდა... ვცდილობდი ფული მეგობრებისგან მესესხა -...

როცა კონფლიქტი ხდებოდა, ნიკოლოზი საბანკო ბარათს ბლოკავდა… ვცდილობდი ფული მეგობრებისგან მესესხა – ნეკა დოროყაშვილი

frenis kompensaciafrenis kompensacia

თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი მეუღლის, ნეკა დოროყაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი იმართება.

დღევანდელ პროცესზე მოწმის სახით ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე, ნეკა დოროყაშვილი იკითხება.

დოროყაშვილმა თქვა, რომ რაიმე სახის კონფლიქტის შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილი მას საბანკო ბარათს უბლოკავდა, დასჯის მიზნით.

„როდესაც რაიმე სახის კონფლიქტი მოხდებოდა, ბლოკავდა საბანკო ბარათს ჩემი დასჯის მიზნით. ბევრჯერ წამიყვანია ბავშვი ექიმთან, მივსულვარ სუპერმარკეტში, დამიდვია ბარათი და ვერ გადამიხდია.

ნიკოლოზი ჩემით მანიპულირებდა, იმ დროს არ ვმუშაობდი და საოჯახო ბიუჯეტი იყო საერთო. როდესაც მოხდებოდა რაიმე სახის კონფლიქტი ბლოკავდა საბანკო ბარათს ჩემი დასჯის მიზნით, ბევრჯერ წამიყვანჯა ბავშვი ექიმთან, მივსულვარ სუპერმარკეტში, დამიდია “კარტა” და ვერ ვიხდიდი.

ამას ხშირი ადგილი ჰქონდა და ჩემი მეგობრებიც შესწრებიან, შემდეგ მიწევდა ამის ახსნა, რომ ბარათი იყო დაბლოკილი. ნიკოლოზს სურდა შევხვეწებოდი 1-2 კვირა რომ აეხსნა ბლოკი, ამას აკეთებდა ჩემი მანიპულაციის მიზნით, რომ დავეკნინებინე. ვცდილობდი მესესხა ფული ჩემი მეგობრებისგან ან მშობლებისგან. ძალიან მრცხვენოდა, რომ მეთქვა და ცუდ მდგომარეობაში ვიყავი ამის გამო.

ფიზიკური ძალადობა იმ მომენტში გტკივა და მეორე დღეს შეიძლება აღარ გტკიოდეს, მაგრამ როდესაც საქმე შენს პიროვნებას ეხება და არარაობად გრძნობ თავს, მორალურად გამანადგურებელია“, – აღნიშნა ნეკა დოროყაშვილმა.

amindi
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით
დაკოპირება ისჯება კანონით!