იაპონელმა ბიოლოგებმა ძაღლის ბეწვზე ალერგიის საწინააღმდეგო ვაქცინის პროტოტიპი შექმნეს. ამის შესახებ გამოცემა The FEBS Journal წერს.
კვლევაში აღნიშნულია, რომ ძაღლის ბეწვზე ან ნერწყვზე ალერგია მსოფლიოს მოსახლეობის 10-20%-ს აქვს.
გავრცელებული ინფორმაციით, ვაქცინა ძაღლის ნერწყვში არსებულ ცილას ეფუძნება. კვლევის პროცესში მეცნიერებმა Can f 1-ის ცილის სტრუქტურა შეისწავლეს. ამ ნივთიერების მოლეკულები იწვევს ძალადობრივ იმუნურ რეაქციას ძაღლებზე ალერგიის მატარებლებში.
მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, მეცნიერებმა ვაქცინის რამდენიმე პროტოტიპი შეიმუშავეს, რომელიც ადამიანის იმუნურ სისტემას „ავარჯიშებს“.