ხუთშაბათი, ნოემბერი 28, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებიპროკურატურა: მირიან კუკავას მკვლელობაში ბრალდებული პატიმრობაში რჩება, შეუტყობინებლობის მუხლით ბრალდებულ ხუთი პირს...

პროკურატურა: მირიან კუკავას მკვლელობაში ბრალდებული პატიმრობაში რჩება, შეუტყობინებლობის მუხლით ბრალდებულ ხუთი პირს გამოძიებასთან თანამშრომლობის გათვალისწინებით გირაო შეეფარდათ

amindi

საქართველოს გენერალური პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ,,პრაიმტაიმი" უცვლელად გთავაზობთ:

,,მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხვარიჭამიაში, 2022 წლის 28 ივლისს მომხდარ განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულთა ნაწილის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ გამოძიების პროცესში, ხულიგნობაში, ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულმა ხუთმა პირმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების შესახებ დამატებით მიაწოდა ინფორმაცია, რის გამოც ბრალდების მხარე დაეთანხმა დაცვის მხარის შუამდგომლობას მათ მიმართ გირაოს გამოყენების თაობაზე.

პატიმრობაში რჩება მკვლელობაში ბრალდებული დ.ჯ. და ხულიგნობაში ბრალდებული ორი პირი. ბრალდების მხარემ იშუამდგომლა აღნიშნული პირების მიმართ პატიმრობის ძალაში დატოვების თაობაზე, რაც მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა და მათ მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა ძალაში დატოვა.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, 28 ივლისს, მცხეთის რაიონის სოფელ ცხვარიჭამიაში, დაბადების დღის წვეულებაზე სტუმრების ნაწილს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს, ერთ-ერთმა ბრალდებულმა დანით ჭრილობები მიაყენა მ.კ.-ს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ფაქტს რამდენიმე პირი შეესწრო, თუმცა მათ მომხდარის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს, ხოლო მოგვიანებით გამოძიებას  ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს.

სამართალდამცველებმა საქმეზე რვა პირი დააკავეს, მათ შორის ერთი - განზრახ მკვლელობის ბრალდებით.

დ.ჯ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით (ხულიგნობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანის გამოყენებით) წარედგინა.

ხუთ პირს - ბრალდება სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით  (ხულიგნობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ),  ხოლო ორ პირს - სსკ-ის 370-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცრუ ინფორმაციის მიწოდება, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე ბრალდების საქმეზე) და 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინათ.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ყველა ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ, 2022 წლის 13 სექტემბრის განჩინებით, მკვლელობაში ბრალდებული 1 პირი და ხულიგნობაში ბრალდებული 2 პირი პატიმრობაში დატოვა, ხოლო ხულიგნობაში, ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ 5 პირს შეუფარდა გირაო 10 000 ლარის ოდენობით.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება", - აღნიშნულია განცხადებაში.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!