აშშ-ის საელჩო ოფიციალურად ადასტურებს, რომ დიპლომატიური უწყების ტერიტორიაზე სამართალდამცველები მუშაობენ.
საელჩომ ცოტა ხნის წინ მოკლე კომენტარი გაავრცელა და მადლობა გადაუხადა ქართველ სამართალდამცველებს რეაგირებისათვის.
„აშშ-ის საელჩო აფასებს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ გაწეულ მხარდაჭერასა და თანამშრომლობას, დღეს საელჩოს ტერიტორიაზე უსაფრთხოების საკითხზე რეაგირების კუთხით“, - ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, აშშ-ს საელჩოს მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია. ადგილზე გამნაღმველები მუშაობენ.
მოხდა შენობის ევაკუაცია და თანამშრომლებს პოლიციამ ტერიტორია დაატოვებინა.