რუსეთის, ბელარუსისა და მიანმარის წარმომადგენლები დედოფალ ელისაბედ II-ის დაკრძალვის ცერემონიაზე არ მიიწვიეს. ინფორმაციას ამის შესახებ Mirror ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, რუსეთისა და ბელარუსის არ მიწვევით, ბრიტანეთმა კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი უკრაინას.
ელისაბედ მეორის დაკრძალვის ცერემონია 19 სექტემბერს ვესტმინსტერის სააბატოში გაიმართება.