გურიაში 53 წლის მამაკაცი დაჭრეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, შუახნის კაცს ათობით ჭრილობა დანით მძინარე მდგომარეობაში მიაყენეს. ის საკუთარ სახლში საძინებელ ოთახში გამთენიისას დაჭრეს.
დაჭრილი ამ დროისათვის კლინიკაშია გადაყვანილი და ოპერაცია უტარდება. მისი მდგომარეობა მძიმეა.
დამატებით დეტალებს „პრაიმტაიმი“ შსს-ში არკვევს.