სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებინიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე ხვალ ჩვენებას, სავარაუდოდ, ნეკა დოროყაშვილი მისცემს

ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე ხვალ ჩვენებას, სავარაუდოდ, ნეკა დოროყაშვილი მისცემს

amindi

ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე ხვალ სასამართლოს ჩვენებას, სავარაუდოდ ნეკა დოროყაშვილი მისცემს.

დოროყაშვილი წინა პროცესზე უკვე გამოიკითხა, სხდომა დღეს უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ბრალდების მხარის გამოუცხადებლობის გამო, სასამართლო პროცესი გადაიდო.

საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევა ხვალიდან გაგრძელდება.

„ჩვენთვის ცნობილი გახდა მოსამართლისგან იმის შესახებ, რომ ბრალდების მხარის გამოუცხადებლობის გამო დღევანდელი პროცესი გადაიდო ხვალისთვის, დილის 10 საათზე გაგრძელდება. გადადების მიზეზი გახლავთ ის, რომ სამაგისტრო გამოცდას აბარებს ბრალდების მხარე. უნდა გაგრძელებულიყო მტკიცებულებების გამოკვლევა, რომელშიც რა თქმა უნდა შემდგომ დაცვის მხარე თავისი შეკითხვების რეჟიმში გააგრძელებს დაზარალებულის დაკითხვას," - განაცხადა ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა მალხაზ სალაყაიამ.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!