კაცმა, რომელმაც ელიზაბედ II-ის გარდაცვალების თარიღი იწინასწარმეტყველა, ჩარლზის სიკვდილის დღეც დაასახელა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ლოგან სმიტმა მიმდინარე წლის ივლისში სოციალურ ქსელ Twitter-ზე შემდეგი შინაარსის წარწერა გამოაქვეყნა:
„დედოფალი ელიზაბედი 2022 წლის 8 სექტემბერს გარდაიცვლება".
ლოგანის ეს წინასწარმეტყველება ნამდვილად ახდა, როდესაც 8 სექტემბერს მსოფლიომ მონარქის გარდაცვალების შესახებ შეიტყო.
აღსანიშნავია, რომ ამავე პოსტში ლოგანმა პრინც ჩარლზის სიკვდილის დღეც დაასახელა:
„პრინცი ჩარლზი 2026 წლის 28 მარტს გარდაიცვლება".