ნიუ-იორკის სანაპიროზე სამი ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს, ამის შესახებ ინფორმაციას Daily News-ი ავრცელებს.
გარდაცვლილია 3 თვის ჩვილი, 7 წლის ბიჭი და 4 წლის გოგო. ბავშვების მკვლელობაში ეჭვმიტანილი მათი დედაა.
პოლიციის წყაროს ცნობით, 30 წლის დედამ ერინ მერდიმ ბიძაშვილს დაურეკა და უთხრა, რომ ბავშვები მან დაახრჩო.
სამართალდამცველებმა ბავშვების დედა უკვე დააკავეს.