აშშ-ში, ტეხასის შტატში, 17 ავტომობილის შეჯახების შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა.
გარდაცვლილებს შორის 3 ზრდასრული, ერთი მოზარდი და ერთი ჩვილია.
ავარია ხუთშაბათს საღამოს, ადგილობრივი დროით 23:23 საათზე, ქალაქ ოსტინში მოხდა.
დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.