,,ნაციონალური მოძრაობა" უკვე დაშლილია და საზოგადოებაში მოძრაობს, ვითომ არ არის დაშლილი პარტია, - ამის შესახებ გადაცემაში, ,,ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე" „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
,,რანაირად შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს პარტია არის სრულფასოვანი, როცა მიხეილ სააკაშვილიც არ არის გარეთ და მენეჯმენტს ვერ ასრულებს. თუ ხარ დაშლილი, მოდი თქვი, რომ არ გამოგიყენონ ინსტრუმენტად. ვუყურებთ პარლამენტშიც და ვხედავთ ელემენტარული წინააღმდეგობა არ გაუწევია "ქართული ოცნებისთვის" და ადამიანები ხედავენ დაუსრულებელ იწილო-ბიწილოს. შეიძლება იმასაც ვერ ხედავ მაინც დაშლილი ხარ და ამ ფაქტის აღიარება გიჭირს", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.