Tuesday, November 29, 2022
Aviabiletebi Avia.ge
მთავარიასტროლოგია7 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

7 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

spot_imgspot_img

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ამ დღეს ინტუიციას არ უნდა ენდოთ, გირჩევთ, ფაქტების კარგად გააანალიზოთ და ზუსტი გათვლები გააკეთოთ. ეცადეთ, დრო მონახოთ ანგარიშების მოწესრიგებისთვის ან ახალი ფინანსების მოზიდვის გეგმა შეიმუშაოთ – შეუძლებელია არაფერია.

კურო

მეგობრების რჩევებსა და დახმარებაზე უარს ამბობთ, რადგან ფიქრობთ, რომ ყველაფერი იცით და პრობლემებს თავად გაუმკლავდებით. მშვენიერია, მაგრამ ეცადეთ, თქვენი თავდაჯერება ამპარტავნებაში არ გადაიზარდოს. ყოველთვის მართალი ვერ იქნებით და გარკვეული საკითხების გადასაჭრელად თქვენი უნარები და გამოცდილება შეიძლება საკმარისი არ იყოს.

ტყუპები

ამ დღეს ძალაგამოცლილად გრძნობთ თავს და უმარტივესი სამუშაოს შესრულებაც კი გიჭირთ. ცდილობთ სამომავლოდ გადადოთ ყველა საქმე, რომლის თავიდან მოცილებაც შეიძლება. ეს მხოლოდ და მხოლოდ პესიმისტური განწყობის ბრალია. საკმარისია, ეგ განწყობა დაძლიოთ და თქვენ წინაშე ახალი შესაძლებლობები გაიხსნება.

კირჩხიბი

ეს დღე ნათელი ემოციებით სავსეა! დაუქორწინებელ კირჩხიბებს წინ სპონტანური ამბები და „გულის აჩქარება“გელით – მიზეზი შეიძლება სხვადასხვა რამ გახდეს: ღიმილი, პაემანზე მიწვევა, ვინმეს მინიშნება.

ლომი

სავარაუდოდ, მიმდინარე საქმეებში გამარჯვება თქვენ დაგრჩებათ. ეს შეიძლება იყოს როგორც წარმატებული პროექტი, ისე სიყვარულში გამარჯვება. ვარსკვლავები გირჩევენ, შექმნილი ვითარება კონკურენტების ჩამოცილებისა და საკუთარი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის გამოიყენოთ.

ქალწული

ვარსკვლავები ბრწყინვალე შესაძლებლობებს გთავაზობენ. შანსი ხელიდან რომ არ გაუშვათ, ძალიან სწრაფად მოქმედება მოგიწევთ. ამისთვის ყველა საჭირო თვისება გაქვთ: კომუნიკაბელურობა, სხარტი რეაქცია და ენერგია. ეს თვისებები დაგეხმარებათ, რომ ნებისმიერი მოვლენა თქვენ სასარგებლოდ შემოაბრუნოთ.

სასწორი

ამ დღეს შეგიძლიათ ყველაზე თამამი გეგმების განხორციელება დაიწყოთ. გირჩევთ, წვრილმანებსა და ყოველდღიურ საზრუნავზე დრო არ დაკარგოთ. გაბედული გადაწყვეტილებების ნუ შეგეშინდებათ – წინ ახალი მიღწევები გელით!

მორიელი

ამ დღეს არჩევანის გაკეთება მოგიწევთ. შესაძლოა, თავად ეს მნიშვნელოვანი არ გგონიათ, მაგრამ ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ თქვენს გადაწყვეტილებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. არჩევანის გაკეთებისას ემოციებს და სხვების რჩევებს არ ენდოთ. თუ საკითხს პასუხისმგებლობით მიუდგებით, აუცილებლად გაიმარჯვებთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს თქვენი დევიზია ყველაფერი ან არაფერი. მიზანს მკაფიოდ ხედავთ და მისკენ მიდიხართ, თუმცა გვერდით მყოფების ქმედებით უკმაყოფილო ხართ და მთელი დღე აკრიტიკებთ. დიახ, ამ დღეს შეიძლება ბევრს მიაღწიოთ, თუმცა არა – ადამიანებთან ურთიერთობაში.

თხის რქა

ამ დღეს საკუთარ სიმართლეში სრულიად დარწმუნებული ხართ და გარშემო მყოფთა აზრები ყველაზე ნაკლებად გაინტერესებთ. ასეთი დამოკიდებულება, ერთი მხრივ, შეიძლება გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმაროთ, მაგრამ, მეორე მხრივ, შეიძლება, ჩხუბის მიზეზიც გახდეს.

მერწყული

ამ დღეს მერწყულის აქტიურობა, შრომისმოყვარეობა და თავდაჯერებულობა ყველას აღაფრთოვანებს. თუ ვარსკვლავებს დავუჯერებთ ნებისმიერ საქმეში, რომელსაც ხელს მოჰკიდებთ, წარმატებას მიაღწევთ. მთავარია, საკუთარი თავდაჯერებით სხვები ზედმეტად არ გააღიზიანოთ.

თევზები

მოულოდნელმა სირთულეებმა შეიძლება თავბრუ დაგახვიოთ, მაგრამ ძალაც და ენერგიაც გაქვთ იმისთვის, რომ ამას გაუმკლავდეთ! თქვენი ნებისყოფით, კომუნიკაბელურობით და ადამიანების დარწმუნების ნიჭით ნებისმიერი სიტუაციას თქვენ სასარგებლოდ შემოაბრუნებთ.

Facebook კომენტარები
spot_imgspot_img
მსგავსი
spot_img

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!