Tuesday, September 27, 2022
spot_img
Homeწყალტუბოში მომხდარ ტრაგედიაზე შსს ინფორმაციას ავრცელებს

წყალტუბოში მომხდარ ტრაგედიაზე შსს ინფორმაციას ავრცელებს

spot_imgspot_img

წყალტუბოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება რამდენიმე სსსკ-ის მუხლით დაიწყო.

„წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 6 სექტემბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რა დროსაც ოჯახის ორი წევრი ბენზინის აალების შედეგად დაშავდა, 7 სექტემბერს კი კლინიკაში 1988 წელს დაბადებული დაშავებული ქალი გარდაიცვალა,  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 116-ე და 11 პრიმა 188-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ოჯახიდან წარსულში ძალადობასთან დაკავშირებით შეტყობინება პოლიციაში არ შემოსულა.

მომხდართან დაკავშირებით გამოკითხული არიან ფაქტის შემსწრე ოჯახის წევრები, გრძელდება საპროცესო და საგამოძიებო ღონისძიებები, ჩანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები“, – აცხადებენ უწყებაში. 

შეგახსენებთ, რომ წყალტუბოში 33 წლის ქალი სხეულის დამწვრობით გარდაიცვალა. მას 5 შვილი დარჩა.

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge