Sunday, October 2, 2022
spot_img
Homeცნობილია სად გაიმართება მიშა გომიაშვილის პანაშვიდი - მსახიობს 15 სექტემბერს დაკრძალავენ

ცნობილია სად გაიმართება მიშა გომიაშვილის პანაშვიდი – მსახიობს 15 სექტემბერს დაკრძალავენ

spot_imgspot_img

გარდაიცვალა ქართული თეატრისა და კინოს გამორჩეული მსახიობი მიხეილ გომიაშვილი – ამის შესახებ ინფორმაციას მარჯანიშვილის თეატრი ფეისბუკზე ავრცელებს. მსახიობი, 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

პანაშვიდი – 13, 14 სექტემბერს, გამოსვენება ხუთშაბათს, 15 სექტემბერს მარჯანიშვილის თეატრიდან, 15:00 საათზე გაიმართება. მისამართი: დ. უზნაძის ქ.12.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ გომიაშვილი 1994 წლიდან იყო მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი. მიღებული აქვს საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალ „ოქროს ნიღბის“ გრან-პრი სპექტაკლებში „მამა“ და „ART- ხელოვნება“.

მონაწილეობდა ქართულ მრავალ ეპიზოდიან კრიმინალურ კომედიაში „ყავა და ლუდი”. ასევე ფილმებში „კონფლიქტის ზონა (გასეირნება ყარაბაღში 2)” და „რენე მიდის ჰოლივუდში”. 

მიშას მეუღლე კოსტიუმების მხატვარი ქეთი კალანდაძეა, რომელიც მსახიობის მესამე ცოლია.

პირველ მეუღლესთან ჰყავს ქალიშვილი ნატა, ხოლო მეორესთან ბიჭი – არჩილი. მიშა გომიაშვილი მსახიობ არჩილ გომიაშვილის (კოსტაია – ფილმიდან „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ”) შვილია.

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge