Tuesday, November 29, 2022
Aviabiletebi Avia.ge
მთავარიახალი ამბებიშვილების თვალწინ სცემდა და თვითმკვლელობაც სცადა. გაოძიება უკვე დაწყებულია - ვრცლად

შვილების თვალწინ სცემდა და თვითმკვლელობაც სცადა. გაოძიება უკვე დაწყებულია – ვრცლად

spot_imgspot_img

საქართველოს პროკურატურამ გენდერის ნიშნით, არასრულწლოვნების თანდასწრებით ჩადენილი სისტემატური ოჯახური ძალადობის, მუქარის და თვითმკვლელობამდე  მიყვანის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სისტემატურად ძალადობდა მეუღლეზე, აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ასევე სისტემატურად ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რაც დაზარალებულს ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ ამყოფებდა.
ბრალდებულის ქმედებების გამო დაზარალებულმა თვითმკვლელობა სცადა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 25 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება  სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ განხორციელებული სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, ჩადენილი  არასრულწლოვნის თანდასწრებით), 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სისტემატური სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, ოჯახის წევრის მიმართ) და 11 პრიმა 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით  (ოჯახის წევრის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა, მსხვერპლისადმი მისი პატივის და ღირსების სისტემატური დამცირებით, ჩადენილი გენდერის ნიშნით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე  თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.” აცხადებს პროკურატურა.

Facebook კომენტარები
spot_imgspot_img
მსგავსი
spot_img

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!