Saturday, September 24, 2022
spot_img
Homeშენგენის ვიზის მქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის ლატვიაში შესვლა იზღუდება - რინკევიჩსი

შენგენის ვიზის მქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის ლატვიაში შესვლა იზღუდება – რინკევიჩსი

spot_imgspot_img

„ლატვია შენგენის ვიზის მქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის შესაძლებლობას ზღუდავს“, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს რინკევიჩსი Twitter-ის პირად გვერდზე წერს.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება დაკავშირებულია ლატვიის უსაფრთხოების მოსაზრებებსა და უკრაინაში რუსეთის აგრესიასთან.

„უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე და რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით, 19 სექტემბრიდან ლატვია შენგენის ვიზების მქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის ზღუდავს შემოსვლის შესაძლებლობას. რუსებო, არ ეცადოთ გადმოკვეთოთ საზღვარი, თქვენ აქ არ გელოდებიან, შეწყვიტეთ უკრაინის წინააღმდეგ ომი და წადით ამ ლამაზი ქვეყნიდან!“ – წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ცნობისთვის, 12 სექტემბერს ძალაში შევიდა ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge