Monday, September 26, 2022
spot_img
Homeქალაქ ბუჩაში რუსეთის მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებებზე ფილმს იღებენ

ქალაქ ბუჩაში რუსეთის მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებებზე ფილმს იღებენ

spot_imgspot_img

რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ქალაქ ბუჩაში ჩადენილ დანაშაულებზე ფილმს იღებენ. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

კინოსურათი, სახელად ბუჩა, რეალურ ამბებს დაეფუძნება და მაყურებელს კიევის მახლობლად მდებარე დასახლებების: ბუჩის, ვორზელის, ჰოსტომელისა და ირპინის ოკუპაციის შესახებ მოუთხრობს.

ფილმში მოთხრობილია ბუჩის ერთ-ერთი მცხოვრების, კონსტანტინ გუდაუსკასის, ისტორიაც. გუდაუსკასი ყაზახეთის მოქალაქეა, რომელიც პოლიტიკურ დევნილად იქცა და უკრაინაში ცხოვრობს. რადგან იგი ყაზახეთის პასპორტით სარგებლობდა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლისა და მშვიდობიანი ადამიანების გადარჩენის შესაძლებლობა მიეცა. ჯამში მან ქალაქის 203 მცხოვრები იხსნა, თუმცა, ამავდროულად, დასახლებებში რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი სისასტიკის მოწმეც გახდა.

ფილმის გადაღებები ზამთარშია დაგეგმილი, პრემიერა კი, სავარაუდოდ, მომავალი წლის გაზაფხულზე შედგება.

 

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge