Sunday, September 25, 2022
spot_img
Homeუშვილობის პრობლემა, შესაძლოა, სამუდამოდ გადაიჭრას - მეცნიერების სენსაციური აღმოჩენა

უშვილობის პრობლემა, შესაძლოა, სამუდამოდ გადაიჭრას – მეცნიერების სენსაციური აღმოჩენა

spot_imgspot_img

„მეცნიერებმა, შესაძლოა, მალე კვერცხუჯრედების და სპერმის შექმნა კანის და სისხლის უჯრედებიდან შეძლონ. რას ნიშნავს ეს?“,  – ამ სათაურით გამოქვეყნდა სტატია გამოცემა technologyreview.com-ში.

მეცნიერებმა გამრავლების ახალ გზას მიაგნეს და ირწმუნებიან, რომ ეს უნაყოფობის პრობლემას სამუდამოდ გადაჭრის. მათივე თქმით, რომ მალე ჩვეულებრივი უჯრედების (სისხლის, კანის) „ხელოვნურ“ სასქესო უჯრედებად ტრანსფორმირებასაც შეძლებენ. მათ უკვე შექმნეს ვირთაგვების ხელოვნური კვერცხუჯრედი და სპერმატოზოიდი და მათგან ვირთაგვები გამოიყვანეს. შემდეგ ადამიანის სასქესო უჯრედების ჯერია.

ამ კვლევაში პროგრესს მსოფლიოში უნაყოფობის დასრულება შეუძლია – აღარავინ ინერვიულებს ჯანმრთელი სასქესო უჯრედების ნაკლებობაზე, თუ ლაბორატორიაში ახლების გამოყვანა იქნება შესაძლებელი. ეს ერთნაირსქესიან წყვილებსაც მისცემს საშუალებას, რომ გენეტიკურად მონათესავე შვილები ჰყავდეთ. თუ ქალი შეძლებს საკუთარი უჯრედებისგან სპერმატოზოიდის გამოყვანას, მაშინ ის ქალი პარტნიორის კვერცხუჯრედის განაყოფიერებასაც მოახერხებს. მსგავსადვე, თუ მამაკაცი შეძლებს კვერცხუჯრედის გამოყვანას, მას პარტნიორი მამაკაცი საკუთარი სპერმატოზოიდით გაანაყოფიერებს. მეტიც, ოთხ მშობელსაც კი შეეძლება ერთი შვილი ჰყავდეს და ერთიც შეძლებს, რომ ორივე სასქესო უჯრედით ემბრიონი შექმნას.

ეს კვლევა ლაბორატორიაში ათწლიანი შრომის შედეგია. მეცნიერებმა ახლა მეტ-ნაკლებად იციან, როგორ განახორციელონ ეს იდეა რეალობაში. მთავარია, ეს დაიწყონ და ეთიკური სირთულეები გადალახონ.

ადამიანის სასქესო უჯრედების გამოყვანა გაცილებით რთულია, ვიდრე ვირთაგვას კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის შექმნა; თან იმდენად რთული, რომ არა ერთი მეცნიერი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა ამაზე, დანებდა. საქმე საკმაოდ საპასუხისმგებლოა და მოითხოვს ექსპერტულ ცოდნას, თუ როგორ დიფერენცირდებიან უჯრედები სპერმატოზოიდად და კვერცხუჯრედად და ქმნიან ადამიანის ემბრიონს. ამ პროცესის ზუსტი მექანიზმი ჯერ კარგად არაა შესწავლილი.

ყველაზე დიდი კითხვაა – შევძლებთ ჩვენ ლაბორატორიული შედეგებით ჩვენი გამრავლების გზის უსაფრთხოდ და მისაღებად შეცვლას? ჩვენ ჯერ კიდევ კარგად არ ვიცით, ზუსტად როგორ ფორმირდებიან სასქესო უჯრედები და ამ ცოდნის გარეშე ლაბორატორიული კვერცხუჯრედი და სპერმატოზოიდი ატარებენ რისკს, რომ ნაყოფს დაბადების შემდეგ ან სიცოცხლის გვიან წლებში დაავადებები განუვითარდება.

ოპტიმისტები იტყვიან, რომ მსგავსი შიშები ინ-ვიტრო განაყოფიერების ირგვლივაც არსებობდა; დღეს ამ მეთოდით მარტო აშშ-ში ყოველწლიურად 73 000 ბავშვი იბადება. თუ ჩვენ ამ მეთოდის უსაფრთხოდ გამოყენებასაც შევძლებთ, მაშინ ხელოვნური სქესობრივი უჯრედები გამრავლების გზას და ბიოლოგიური მშობლის განსაზღვრებას რადიკალურად შეცვლის.

თუმცა ეს დიდი „თუა“.

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge