Monday, September 26, 2022
spot_img
Homeსვანური ვენდეტა გლდანში – ცოლის ძმის მიერ მოკლული ბიჭის ამბავი, რომელმაც საქართველო...

სვანური ვენდეტა გლდანში – ცოლის ძმის მიერ მოკლული ბიჭის ამბავი, რომელმაც საქართველო შეძრა

spot_imgspot_img

2021 წლის 15 ივლისს, თბილისში დიდი ტრაგედია დატრიალდა. გლდანში შემზარავი დანაშაულის მომსწრე გახდნენ. მკვლელობა სიყვარულის ისტორიას უკავშირდება, “პრაიმტაიმის” ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდა კაცი ერთი დღის მოყვანილი ცო­ლის ძმამ მოკ­ლა.

მოკლული ბიჭი უკრაინიდან ახალი ჩამოსული იყო და მკვლელობაში ბრალდებულის, გეგი ღვაჩლიანის დაზე იყო შეყვარებული. წყვილი ერთი დღის დაქორწინებული იყო, როცა 30 წლის გეგი ნიგურიანს მანქანიდან რამდენიმე ტყვია ცოლის ძმამ ესროლა.

საბედისწერო წყვილის ისტორია „პრაიმტაიმს” მესტიის მკვიდრმა, მოკლულის ოჯახის ახლობელმა მოუყვა.

გეგი და ნინო ღვაჩლიანი ბავშვობიდან შეყვარებულები იყვნენ, გარკვეული მიზეზების გამო, ნიგურიანმა საქართველო დატოვა, ხოლო ნინომ სხვაზე იქორწინა და ერთი ბავშვი ეყოლა. მას შემდეგ, რაც ნინო ღვაჩლიანის ქორწინება უიღბლო აღმოჩნდა და ქალი ქმრისგან წავიდა, გეგი ნიგურიანმა გაიგო, საქართველოში დაბრუნდა და მასზე დაქორწინება გადაწყვიტა.

წყვილი ერთად მხოლოდ ერთი დღე იყო. გლდანში, ქუჩაში გეგი ნიგურიანის უსულო სხეული ადგილობრივებმა ნახეს, სროლის ხმაზე გარეთ გასულებმა…

„უმძიმესი წუთები გვიდგას სვანეთში, მაგარ ვაჟკაცს ვგლოვობთ, გამორჩეულ მესტიელ ბიჭს. გეგი ნიგურიანი და მკვლელის და ბავშობიდან შეყვარებულები იყვნენ, ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, ეს მთელმა სვანეთმა იცოდა.

მერე ისე მოხდა, რომ გეგი უკრაინაში ბიზნესის დაწყებისთვის წავიდა, გოგო ოჯახმა გაათხოვა, უსიყვარულოდ დაქორწინებულმა გეგის გარეშე ვერ გაძლო და როცა შვილი შეეძინა ქმრისგან მალევე წამოვიდა. გეგიმ როცა ეს ამბავი გაიგო, უკრაინიდან სამშობლოში დაბრუნდა, გუშინწინ ერთად დაიწყეს ცხოვრება და გუშინ, ასე ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე.

რაც შეეხება მკვლელობის მოტივს, ძმამ შური იძია, რადგან და თავის მეგობარზე გაათხოვა. მას არ უნდოდა დისშვილი დ მეგობრის შვილი “ვიღაცას” გაეზარდა. დას ეუბნებოდა, ან ქმართან დაბრუნდი, ან მარტო დარჩიო…” – ამბობს ნიგურიანის ოჯახის ახლობელი.

მკვლელი სამართალდამცველებმა მალევე დააკავეს. 1985 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარსულში ნასამართლევი. ის ახლა პატიმრობაშია.

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge