Saturday, October 1, 2022
spot_img
Homeსაშუალო ხელფასი 1,541 ლარამდე გაიზარდა - საქსტატი

საშუალო ხელფასი 1,541 ლარამდე გაიზარდა – საქსტატი

spot_imgspot_img

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2022 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.1% (213 ლარით) გაიზარდა და 1,541 ლარი შეადგინა.

საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

⦁ ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3,108 ლარი (გაიზარდა 43.1%-ით);
⦁ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2,671 ლარი (გაიზარდა 13.4%-ით);
⦁ მშენებლობა – 2,177 ლარი (გაიზარდა 8.5%-ით);
⦁ სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება – 2,026 ლარი (გაიზარდა 16.6%-ით).

II კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1,240 ლარით, ხოლო კაცების – 1,828 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 162 ლარი (15.1%) შეადგინა, ხოლო კაცებში – 268 ლარი (17.2%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge