Saturday, September 24, 2022
spot_img
Homeსამხედროებისთვის 1050-მდე ბინის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება - თავდაცვის მინისტრი

სამხედროებისთვის 1050-მდე ბინის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება – თავდაცვის მინისტრი

spot_imgspot_img

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“-ის ეთერში, სამხედრო ქალაქის მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტრო სამხედროებს 1050-მდე ბინას რეკორდულ პერიოდში ჩააბარებს.

„ეს იქნება ერთ-ერთი ძლიერი მოტივაცია ჩვენი სამხედრო მოსამსახურეებისათვის, ოფიცერთა შემადგენლობისთვის. ალბათ რეკორდულ პერიოდში მოვახერხეთ აღნიშნული ობიექტის ჩაბარება, 1050 ბინაა დაახლოებით, 10 000 კვადრატულზე მეტი, მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება, როგორც არის ეს გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ჩვენ დავიწყებთ მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას, რეკრეაციას. მაცხოვრებლები ალბათ უკვე შემდეგი თვიდან შეძლებენ, რომ დაიწყონ ბინების რემონტი. ჩვენ ის პირობა, რაც დავუდეთ სამხედრო მოსამსახურეებს, შევასრულეთ მაღალხარისხიანად და განსაზღვრულ ვადებში“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge