Monday, October 3, 2022
spot_img
Home,,სამაშველო ოპერაცია დიდი უბედურებით დამთავრდა და ჩვენ დავკარგეთ გმირები" - ვახტანგ გომელაური

,,სამაშველო ოპერაცია დიდი უბედურებით დამთავრდა და ჩვენ დავკარგეთ გმირები” – ვახტანგ გომელაური

spot_imgspot_img

ვახტანგ გომელაური ორბელიანების სასახლეში გუდაურთან სამაშველო ოპერაციის დროს დაღუპულთა დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ვახტანგ გომელაურმა მომხდარი ტრაგედიის გამო კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარება  გამოთქვა, გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და  აღნიშნა, რომ ქვეყანამ გმირები დაკარგა:
„განსაკუთრებით მინდა მივესალმო

გუდაურთან სამაშველო ოპერაციის დროს დაღუპული ჩვენი გმირების ოჯახის წევრებს და კიდევ ერთხელ, გამოვთქვა ჩემი დიდი გულის ტკივილი. ამ ოპერაციის დროს, 8 ადამიანი დაიღუპა , 4 მფრინავი, 2 მაშველი, 2 ექიმი, რომლებიც ცდილობდნენ სხვისი სიცოცხლის გადარჩენას, ერთ-ერთი მორიგი ღონისძიება იყო , სამაშველო ოპერაცია იყო, თუმცა სამწუხაროდ, დიდი უბედურებით დამთავრდა და ჩვენ დავკარგეთ ჩვენი გმირები, პროფესიონალები“. – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაღუპული თანამშრომლები, ოთხი მფრინავი და ორი მაშველი , ვახტანგ გომელაურის ბრძანებით 1 აგვისტოს, სამინისტროს I ხარისხის მედლით – “განსაკუთრებული დამსახურებისათვის” დაჯილდოვდნენ.ხოლო,  პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მატერიალური დახმარების სახით, 100 ათას ლარი მიიღეს.

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge