Wednesday, September 28, 2022
spot_img
Homeრატომ კვდებიან ადამიანები ხშირად დაბადების დღის წინა პერიოდში ან მის შემდეგ, მალევე

რატომ კვდებიან ადამიანები ხშირად დაბადების დღის წინა პერიოდში ან მის შემდეგ, მალევე

spot_imgspot_img

მაგიის დიდოსტატმა, ალენა პოლინმა განმარტა, რატომ კვდებიან ადამიანები ხშირად, დაბადების დღესთან მიახლოებულ პერიოდში ან ორმოცი დღის გასვლამდე. ამ ნიმუშის მაგალითი შეიძლება იყოს უილიამ შექსპირის, რაფაელ სანტის, ინგრიდ ბერგმანის და სხვა ცნობილი ადამიანების დაბადებისა და გარდაცვალების თარიღები.

მკითხავის თქმით, დაბადების დღეზე ადამიანის ცხოვრების მორიგი ციკლი სრულდება და ე.წ. „ოჯახის კარიბჭე“ იხსნება. ამის შემდეგ მას გარკვეული პერიოდი სჭირდება, რათა მომავალი წლისთვის ენერგია დააგროვოს.

ალენა პოლინმა აღნიშნა, რომ ამ დროს წარსული და აწმყო გაერთიანებულია და ადამიანი შესაძლოა აღმოჩნდეს სიცოცხლისა და სიკვდილის საზღვარზე.

მან განმარტა, რომ დაბადების დღემდე ოთხი კვირით ადრე და მას შემდეგ 40 დღის განმავლობაში, ადამიანები ხშირად განიცდიან დეპრესიას. ისინი ხდებიან უყურადღებო, რაც ზრდის ავარიების, ხანძრისა და სხვა საშიში სიტუაციების ალბათობას. მკითხავები ამ პერიოდში გვირჩევენ, უფრო მეტად მიხედოთ ჯანმრთელობას და თავიდან აიცილოთ თავგადასავლები, მათ შორის – შორ მანძილზე მოგზაურობა.

„დაბადების დღეზე დათრობას არ გირჩევთ, რადგან ძალიან ხშირად ამას დამღუპველი შედეგები მოჰყვება. ამ პერიოდის განმავლობაში სამყარო გხედავს როგორც ბავშვს, ენერგია ნულამდე ეშვება. ნუ შეაწუხებთ მას ალკოჰოლით ან სხვა გაურკვეველი ქმედებებით“, – ამბობს ალენა პოლინი.

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge