Saturday, September 24, 2022
spot_img
Homeპატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს

პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს

spot_imgspot_img

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მსახიობ მიშა გომიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს  და სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი მიხეილ გომიაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით , ბატონი მიხეილ გომიაშვილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს

ქართველ ხელოვანთა რიგებს გამოაკლდა პიროვნება, რომელიც პროფესიონალიზმით, ვაჟკაცობით, ეროვნულობით, გულითადობით, უბრალოებით იყო სამაგალითო. ასეთი ადამიანები ყოველთვის ცოტანი იყვნენ, მით უმეტეს, ჩვენს დროში.

აღვავლენთ ლოცვებს ბატონი მიხეილის უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანე მართალთა დაუმკვიდროს, ხოლო ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ მისთვის ლოცვის ძალა და მშვიდობა მოჰმადლოს.

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილში, – ნათქვამია წერილში.

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge