Sunday, September 25, 2022
spot_img
Home,,ოჯახიც და გვარიც, მისით ამაყობდა..." - ცნობილია, ვინ არის ბიჭი, რომელიც ვარჯიშისას...

,,ოჯახიც და გვარიც, მისით ამაყობდა…” – ცნობილია, ვინ არის ბიჭი, რომელიც ვარჯიშისას გარდაიცვალა

spot_imgspot_img

ახმეტაში, ჭიდაობის დროს გარდაცვლილი არასრულწლოვანი 16 წლის ვასიკო სიხარულიძეა.

სოფელ ქისტაურში მცხოვრები ბიჭი, სპორტით იყო დაკავებული და მძიმე წონაში ჭიდაობდა.

“არაჩვეულებრივი ბავშვი იყო, მოწესრიგებული, კარგი გაზრდილი. სპორტით იყო დაკავებული. ისეთი ბიჭი იყო, ოჯახიც და გვარიც მისით ამაყობდა. დაუჯერებელი ამბავია, ამ სოფლისთვის დიდი ტრაგედია”, – ამბობენ ქისტაურში.

შეგახსენებთ, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში მცხოვრები, ვასიკო სიხარულიძე, დღეს, სოფელ დუმასტურის სპორტულ დარბაზში, ვარჯიშის დროს გაკეთებული მანევრის დროს გარდაიცვალა.

ახალგაზრდას, სავარაუდოდ, თავის ქალის ფუძე დაუზიანდა.

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge