Tuesday, September 27, 2022
spot_img
Homeონის მერიაში ,,მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის" პროგრამის შესახებ შეხვედრა გაიმართა

ონის მერიაში ,,მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის” პროგრამის შესახებ შეხვედრა გაიმართა

spot_imgspot_img

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში “მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის“ სახელმწიფო პროგრამის შესახებ შეხვედრა გაიმართა.

მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა, პირველ მოადგილე – გიორგი ნოდარიშვილთან და მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან ერთად, იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში “მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის“ პროექტის კოორდინატორს ქეთევან ციბაძეს უმასპინძლა.

აღნიშნული პროექტი ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ფინანსური მხარდაჭერით. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია პროექტს ახორციელებს საქართველოს 4 რეგიონში – იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი. პროგრამის მიზანია დივერსიფიცირებული და მდგრადი მერძევეობის დარგის ჩამოყალიბება და განვითარება შესაბამისი ინვენტარისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების გზით.

პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია სოფლად რძის მცირე წარმოების განვითარების ხელშეწყობა – ახალი სტანდარტებისა და საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა. შეხვედრას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში – ირმა ჩიხრაძე, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და სოფლის განვითარების სააგენტოს ონის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის – მთავარი სპეციალისტი – ტარიელ ლობჯანიძე

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge