Wednesday, September 28, 2022
spot_img
Homeმხედველობის სრულად დაკარგვამდე კანადელმა წყვილმა შვილები სამოგზაუროდ წაიყვანა

მხედველობის სრულად დაკარგვამდე კანადელმა წყვილმა შვილები სამოგზაუროდ წაიყვანა

spot_imgspot_img

მხედველობის სრულად დაკარგვამდე კანადელმა წყვილმა შვილები სამოგზაუროდ წაიყვანა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით,  ედით ლემეისა და სებასტიენ პელეტიერის უფროსი შვილი, მია, მხოლოდ 3 წლის იყო, როცა მხედველობის პრობლემები შეექმნა. წლების შემდეგ მიას იშვიათი გენეტიკური დაავადების, პიგმენტური რეტინიტის, დიაგნოზი დაუსვეს. ამ დაავადების განვითარება დროთა განმავლობაში მხედველობის ნაწილობრივ ან სრულად დაკარგვას იწვევს.

მია ოთხი და-ძმიდან ერთ-ერთია. მოგვიანებით, წყვილმა შენიშნა, რომ მათ შვილებს, კოლინსა და ლორანს, ზუსტად იგივე ჩივილები ჰქონდათ, მერე კი მათი შიშები გამართლდა – რამდენიმე წლის წინ ძმებსაც იმავე დაავადების დიაგნოზი დაუსვეს.

რადგან პიგმენტური რეტინიტის ეფექტური მკურნალობის გზა არ არსებობს, დაავადება ნელა პროგრესირებს და მისი შედეგების წინასწარმეტყველება რთულია.  ამბის შეტყობიდან მალევე წყვილმა სხვადასხვა გზის მოძიება დაიწყეს, თუ როგორ დახმარებოდნენ შვილებს ცხოვრებაში გამოსადეგი უნარების განვითარებაში. მიას ექიმმა მშობლებს ურჩია, მისთვის ვიზუალური მოგონებები ეჩუქებინათ. მაშინ ყველაფერი გადაწყდა.

„ვიფიქრე, სპილოს წიგნში კი არ ვაჩვენებ, წავიყვან და ნამდვილ ცხოველს დავანახებ-მეთქი”,- იხსენებს ედითი. 

სწორედ მაშინ დაიგეგმა მსოფლიო ტურიც და მთელმა ოჯახმა მოგზაურობაში წასვლა გადაწყვიტა.

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge