Sunday, September 25, 2022
spot_img
Homeინფორმაცია აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის დაბომბვის შესახებ სიცრუეა...

ინფორმაცია აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის დაბომბვის შესახებ სიცრუეა – აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება

spot_imgspot_img

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის, სამოქალაქო ობიექტებისა და ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ გააჩნია საფუძველი და არ ასახავს რეალობას.

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში აღნიშნავენ, რომ სომხეთის პროვოკაციების საპასუხოდ, ადგილობრივი ხასიათის კონტრზომები მიიღეს, რომელიც მიმართულია ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ.

„სამოქალაქო ობიექტებისა და უდანაშაულო ადამიანების სამიზნედ გამოყენება სტანდარტული სამხედრო მეთოდოლოგიაა, რომელსაც სომხეთის შეიარაღებული ძალები იყენებენ“, – აღნიშნეს უწყებაში.

მანამდე სომხეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა არტილერიით სომხური პოზიციების ინტენსიური დაბომბვა დაიწყო.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა აზერბაიჯან-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დაშქესანის, ქალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით ფართომასშტაბური პროვოკაცია მოაწყვეს.

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ სომხეთის მხრიდან პროვოკაციის შედეგად, აზერბაიჯანის არმიის პირად შემადგენლობაში დანაკარგებია.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ასევე იუწყება, რომ დაზიანებულია სამხედრო ინფრასტრუქტურა.

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge