Monday, October 3, 2022
spot_img
Home„ვოი, რა უფერულია სიკვდილი ლოგინში... გურამ თიკანაძეს შხარა აუღია...“ - 30 წლის...

„ვოი, რა უფერულია სიკვდილი ლოგინში… გურამ თიკანაძეს შხარა აუღია…“ – 30 წლის ასაკში შეწყვეტილი სიცოცხლე

spot_imgspot_img

ფოტოგრაფი და ალპინისტი გურამ თიკანაძე 1963 წელს სვანეთში შხარადან დაშვების დროს ტრაგიკულად დაიღუპა. 

მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 30 წლის იყო, მან ბევრის გაკეთება მოასწრო და არაერთი უნიკალური ფოტო დაუტოვა შთამომავლობას. ფოტოგრაფიით სკოლის პერიოდში დაინტერესდა, უნივერსიტეტში სწავლის დროს კი ალპინიზმმა გაიტაცა. თავისი ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში 40-მდე მწვერვალი დალაშქრა. მისი პირველი მწვერვალი იყო „სპარტაკი“. ადიოდა მეხუთე კატეგორიის მწვერვალებზე. პირველი ასეთი მწვერვალი კი პამირზე ღარმოს პიკი იყო.

„მთამსვლელებს ხშირად გვეკითხებიან, რა გვაინტერესებს მთაში? ეს კითხვა უადგილოდ გვეჩვენება და ხშირად უპასუხოდ ვტოვებთ. ახლა განმარტებისათვის ზოგიერთი განცდა მოგვეშველება. მთასთან არ ვლაპარაკობთ და საუბრით არ ვამყარებთ სიყვარულს. კარგად ვიცით, რომ აქ ყოველ ქვის ქვეშ და ფიფქში მარცხია ჩასაფრებული… მუდამ სიახლე, სიფხიზლე, მოძრაობა. ჩვენ მთასთან და ყინულთან მეტ საერთოს ვნახულობთ, ვიდრე ბართან და ზღვასთან,“ – ამბობდა მთასვლელი.

გურამ თიკანაძე სხვადასხვა საერთაშორისო ფოტოგამოფენებში მონაწილეობდა. მისი ნამუშევრები იბეჭდებოდა პოლონეთში, ჩეხოსლოვაკიაში, გერმანიაში. პირველი წარმატება ნამუშევარმა „წყლის სიმღერა“ მოუტანა. გურამ თიკანაძე ახალგაზრდობისა და სტუდენტთა საერთაშორისო ფესტივალზე ვენაში ვერცხლის მედლით დააჯილდოვეს, რაც პირველი საერთაშორისო ჯილდოა ქართული ფოტოგრაფიის ისტორიაში. მისი ცნობილი ფოტოებია „ტკბილი ნესვი“, „აისი მთაში“, „უტევს მ. მესხი“, „თეთნულდი – სვანეთის პატარძალი“, „უშბა“, „თენსინგ ნორგეი“, „შხარა“, „თეთნულდის კალთებზე“…
პროფესიით გეოლოგს კრივში პირველი თანრიგი ჰქონდა:

„გეოლოგიაში დავრჩე, ფოტორეპორტიორობას მოვკიდო ხელი თუ ოპერატორობას. გაოცებას ვარ… ჯერხნობით ყველაფერს დინებას ვაძლევ. მე მგონი, დინება ფოტორეპორტაჟთან მიმიყვანს,“ – ასე მიაჩნდა ფოტოხელოვანს.

მიუხედავად იმისა, რომ მთასვლელობა ბევრს სიცოცხლის ფასად უჯდებოდა, ეს გურამ თიკანაძესაც კარგად ჰქონდა გათვითცნობიერებული:

„ჯუმბერი! კუხო! და ილიკო! საშინელებაა!… ალპინიზმი უმსხვერპლოდ შეუძლებელია“, – ამბობდა იგი.

1963 წლის აგვისტო მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა – სპორტულ ჯგუფთან ერთად, რომელსაც თავად გურამ თიკანაძე ხელმძღვანელობდა, დალაშქრა თეთნულდი. 21 აგვისტოს ჯგუფი ავიდა შხარაზე. გურამ თიკანაძე 27 აგვისტოს მთიდან დაშვებისას დაიღუპა. როგორც ამბობენ, მან თავად ჩაარჭო კლდის ნაპრალში პალო, დაკიდა თოკი და დაიწყო დაშვება, მაგრამ პალო ნაპრალიდან ამოვარდა. თურმე, როდესაც თოკი გაუწყდა, დაიყვირა: – მივფრინავ, ბიჭებოო!

მის პატივსაცემად გურამ თიკანაძის სახელი ეწოდა ერთ-ერთ მწვერვალს. ფოტოხელოვანის დაღუპვას კი პოეტმა მურმან ლებანიძემ ლექსი მიუძღვნა:

– ვოი!რა უფერულია სიკვდილი ლოგინში!ვოი, რა საშინელია სიკვდილი ლოგინში!ისიც ლოგინში მომკვდარა, ოღონდ –ყინულის ლოგინში!..ვოი, კალა-უშგული შეკრებილა –ყანას და სათიბს მომცდარა.მთელი სვანეთი შეკრებილა,მთლად საქართველო შეკრებილა,შხარასთან ღრუბელივით მომდგარა…ვოი, შხარა სისხლით შეღებილა –კოხტა თიკანაძე მომკვდარა…ბექნუ ხერგიანსდა ბექნუს ლომებსგურამის ნეშტიუპყრიათ ხელში,ბექნუ ხერგიანსდა ბექნუს ლომებსმშრალი ბურთები გასჩრიათ ყელში.გურამ თიკანაძეს შხარა აუღია,რაც მოხდა, დაშვებისას მომხდარა:საკუთარ ხელით პალო დაუგია,საკუთარ პალოზე მომწყდარა…ცოცხლისგან საყვედური აუგია –თოკი ერთადერთი ჩაუბია –თავი სიმამაცით წაუგია,ვოი-ვო, სიმამაცით მომკვდარა!..ბექნუ ხერგიანსდა ბექნუს ლომებსგურამის ნეშტიუპყრიათ ხელში,ბექნუ ხერგიანსდა ბექნუს ლომებსმშრალი ბურთები გასჩრიათ ყელში…“ხოჩა საკაცე გამითალეთ,დავაწყო ხორცი და ძვალი,სიკვდილი სიცოცხლედ ჩამითვალეთ,აღმართში კვნესით ამიტანეთ,ვაკეზე მითხარით ზარი!..”უშგულში გამოვარდა ივდითი ნიჟარაძე,შეჰკივლა, გაიკაწრა ლოყა;ფოსტლების ფლატუნით უხნესი დიაცისაკაცეს ფეხდაფეხ მოჰყვა:“თეთნულდმა რა მოგცა? უშბაზე რა გქონდა?შხარაზე რა გინდოდა, გმირო?!ვო, გურამ, რამხელა ბეჭები დაგქონდა –რამ დაგაპატარავა, შვილო?!”ასი ცხენოსნითუშგული გახლავსდა ბეჭზე მიდევსშენი საკაცე…შენ დაგეუფლაძილი და დაღლა,შენ დასახარჯიუკვე დახარჯე…შენ გაიელვეღრუბლებზე მაღლა,შენ საქართველოსღამე გახაზე…ასი ცხენოსნითუშგული გახლავსდა მიტივტივებსშენი საკაცე…ვოი, რა უფერულია სიკვდილი ლოგინში!ვოი, რა საშინელია სიკვდილი ლოგინში!ისიც ლოგინში მომკვდარა, ოღონდ –ყინულის ლოგინში!..გურამ თიკანაძეს შხარა აუღია,რაც მოხდა, დაშვებისას მომხდარა:თავი სიმამაცით წაუგია,ვოი-ვო, გურამი მომკვდარა…ცოცხლისგან საყვედური აუგია,ჩაუქი მკვდარიც ჩაუქია –ვარსკვლავივარსკვლავებს მომწყდარა.”

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge