Monday, September 26, 2022
spot_img
Home„ვოთსაპს“ ანდროიდ პლატფორმაზე ახალი ფუნქცია დაემატა

„ვოთსაპს“ ანდროიდ პლატფორმაზე ახალი ფუნქცია დაემატა

spot_imgspot_img

ახალი ფუნქცია გამოჩნდა მესენჯერის ბეტა ვერსიაში ანდროიდის პლატფორმაზე.
WhatsApp-მა გამოუშვა განახლება, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს, დამალოს თავისი ონლაინ სტატუსი. ამის შესახებ დღეს პორტალმა WABetaInfo-მ განაცხადა.

პორტალის ცნობით, ეს ფუნქცია Android პლატფორმაზე, მესენჯერის ბეტა ვერსიაში გამოჩნდა. 

ხელმისაწვდომი იქნება თუ არა ფუნქცია iOS-ისთვის და დესკტოპის აპისთვის, ჯერჯერობით უცნობია.

აგვისტოში კორპორაცია Meta-ს ხელმძღვანელმა, მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ WhatsApp-ს დაემატება სამი ახალი ფუნქცია: შეუმჩნევლად გასვლა ჯგუფური ჩეთებიდან, სქრინების დაბლოკვა და დამალული „ონლაინ” სტატუსი.

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge