Monday, October 3, 2022
spot_img
Homeვინ დაიკავებს გაერთიანებული სამეფოს ტახტს

ვინ დაიკავებს გაერთიანებული სამეფოს ტახტს

spot_imgspot_img

96 წლის დედოფალი ელისაბედ მეორე გარდაიცვალა. 

მონარქის გარდაცვალებისთვის დიდ ბრიტანეთში კონკრეტული გეგმა არსებობს. 

რა ხდება დედოფლის გარდაცვალების შემდეგ:

ელისაბედ მეორეს გარდაცვალებისთანავე გაერთიანებული სამეფოს მეფე პრინცი ჩარლზი ხდება.

მისი კორონაცია, შესაძლოა, რამდენიმე თვეში ან ერთ წელში გაიმართოს. 

დედოფლის გარდაცვალების შემდეგ ელისაბედ მეორეს პირადი მდივანი დაუკავშირდება პრემიერმინისტრს. მდივანი დაუკავშირდება საიდუმლო საბჭოსაც, რომელიც მონარქის სახელით მთავრობის საქმიანობას კოორდინაციას უწევს.

ქვეყნის შიგნით ამ დღეს D-Day სახელით მოიხსენიებენ. ყოველი მომდევნო დღე, დაკრძალვამდე აღნიშნული იქნება D+1, D+2 და ა.შ.

გარდაცვალების შესახებ შეატყობინებენ მინისტრთა კაბინეტს.

ინფორმაციას გარდაცვალებაზე შეატყობინებენ ერთა თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოებსა და იმ ქვეყნის ლიდერებს, სადაც დედოფალი ამ დრომდე მთავრობის ხელმძღვანელად მიიჩნევა.

დაკრძალვა ათ დღეში გაიმართება.

პირველი ოფიციალური პირი, ვინც განცხადებას გააკეთებს პრემიერ-მინისტრი იქნება, რომელიც მოგვიანებით ახალ მონარქს შეხვდება.

პრინცი ჩარლზი კი იმავე საღამოს საჯარო განცხადებით გამოვა.

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge