Sunday, September 25, 2022
spot_img
Homeექიმებმა "ჩუმი" კიბოს მოულოდნელი სიმპტომი დაასახელეს

ექიმებმა “ჩუმი” კიბოს მოულოდნელი სიმპტომი დაასახელეს

spot_imgspot_img

მუცლის მუდმივი შებერილობა, შესაძლოა, საკვერცხის კიბოს გამაფრთხილებელი სიმპტომი იყოს. ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი Daily Express კვლევით ცენტრზე Moffitt Cancer დაყრდნობით წერს.

“მუცლის შებერილობის დროს, პაციენტის მუცელი შებერილი, მრგვალი და, შესაძლოა, მაგარიც კი იყოს. ხშირად ამას არასწორი დიეტას, საჭმლის მონელების პრობლემებს, ან სტრესს უკავშირებენ. თუმცა შესაძლოა, ეს სერიოზულ დაავადების მანიშნებელი იყოს”, – განმარტეს ექსპერტებმა.

ამასთან, მედიკოსების თქმით, დროდადრო მუცლის შებერილობა ბევრს აწუხებს და ექიმთან მისვლა მხოლოდ იმ შემთხვევაშია აუცილებელი, როდესაც სიმპტომი 3 კვირის განმავლობაში არ გადის.

ექიმებმა აღნიშნეს, რომ საკვერცხის კიბოს ხშირად “ჩუმ დაავადებას” უწოდებენ, რადგან პაციენტებმა ხშირად არც კი იციან გამაფრთხილებელი ნიშნების საშიშროების შესახებ, რომელსაც ისინი გვიან ეტაპამდე ვერც კი ამჩნევენ. ამ ტიპის კიბოს სხვა სიმპტომებს შორის არის წონის აუხსნელი დაკლება, უკიდურესი დაღლილობა და შარდვის პრობლემები.

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge