Monday, September 26, 2022
spot_img
Homeდღეს, 23:00 საათიდან, მოძრაობა იზღუდება - დეტალურად

დღეს, 23:00 საათიდან, მოძრაობა იზღუდება – დეტალურად

spot_imgspot_img

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებით, მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, მაჭავარიანის ქუჩაზე 13 სექტემბერს, 23:00 საათიდან 14 სექტემბრის 07:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.

„თბილისის მერია მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობას ახორციელებს. ამ ეტაპზე, მაჭავარიანის ქუჩაზე ასფალტის საფარის ზედა ფენა დაიგება.

დაგეგმილი საგზაო სამუშაოების გამო, 13 სექტემბრის 23:00 საათიდან 14 სექტემბრის 07:00 საათამდე, მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.

თბილისის მერია შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს გიხდით!,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge