Saturday, September 24, 2022
spot_img
Homeდიანა ღურწკაიამ, დღეს არჩევნებში ხმა მხედველობა დაქვეითებულთა სპეციალური სისტემით მისცა

დიანა ღურწკაიამ, დღეს არჩევნებში ხმა მხედველობა დაქვეითებულთა სპეციალური სისტემით მისცა

spot_imgspot_img

სამოქალაქო პალატის წევრმა, დიანა ღურწკაიამ ხმა მისცა მხედველობა დაქვეითებულთა პროგრამის დახმარებით.

რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი პალატის წევრმა დიანა ღურწკაიამ ხმა მისცა ონლაინ შტაბში, უსინათლო და მხედველობა დაქვეითებული ადამიანებისთვის განკუთვნილი, სპეციალური სისტემის დახმარებით.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ელექტრონულად ხმის მიცემის სისტემა ადაპტირებულია ეკრანის წამკითხველის სპეციალურ პროგრამებზე, რომლებსაც იყენებენ მხედველობითი და მოტორული დარღვევების მქონე ადამიანები, კომპიუტერთან მუშაობისას.

მხედველობისა და მოტორული დარღვევის მქონე მოსკოველებს შეუძლიათ, გამოიყენონ ეკრანის წამკითხველები, რომლებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებენ. დღეს, მუნიციპალური დეპუტატების არჩევნებზე, ონლაინ ხმის მისაცემად, სისტემის დახმარებით შეეძლოთ ხმით ეთარგმნათ ინფორმაცია, რომელიც ეკრანზე გამოჩნდებოდა. ელექტრონული ხმის მიცემის სისტემა სრულად თავსებადია ეკრანის წამკითხველებთან.

ონლაინ ხმის მიცემისას, ეკრანის წამკითხველები წაიკითხავენ ეკრანზე გამოსახულ ტექსტს, მიუთითებენ აქტიურ ღილაკებს, ბმულებს, ინფორმაციის შეყვანის ველებს და ა.შ. მათი წყალობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლები გარეშე ადამიანის დახმარების გარეშე შეძლებენ, გაეცნონ ხმის მიცემის პროცედურას და  კანდიდატთა სიას. კენჭისყრას ერთი საათი ეთმობა და სწორედ ამდენი დრო იქნება ხელმისაწვდომი, ელექტრონული ბიულეტენის გახსნის შემდეგ.

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge