Tuesday, September 27, 2022
spot_img
Homeდეოკუპირებულ ტერიტორიებზე ისადგურებს მშვიდობა და ცხოვრების ნორმალური რიტმი ბრუნდება - ზელენსკი

დეოკუპირებულ ტერიტორიებზე ისადგურებს მშვიდობა და ცხოვრების ნორმალური რიტმი ბრუნდება – ზელენსკი

spot_imgspot_img

უკრაინელ სამხედროებთან და დროშასთან ერთად, დეოკუპირებულ ტერიტორიებზე ისადგურებს მშვიდობა და ცხოვრების ნორმალური რიტმი ბრუნდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს სამხედროებთან და დროშასთან ერთად, გათავისუფლებულ რეგიონებში ბრუნდება ცხოვრების ნორმალური რიტმი. უკვე დაიწყო პენსიების გაცემა, ერთდროულად ხუთი თვის, იმ დროის, რა პერიოდშიც ვერ ვახერხებდით პენსიების დარიგებას ოკუპაციის გამო. ყველა პენსიონერი, რომელიც გათავისუფლებულ რეგიონებში ცხოვრობს, პენსიას მიიღებს. უკრაინა ყოველთვის ასრულებს სოციალურ პასუხიsმგებლობას”, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე.

„ვმუშაობთ, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტორები იყვნენ თავისუფალი სამყაროს ძლიერი სუბიექტები, იმისთვის, რომ მრავალმხრივ და ორმხრივ დონეზე განსაზღვრული იყოს, ვინ, როგორ და როდის უნდა მოახდინოს რეაგირება იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის უსაფრთხოებას საფრთხე დაემუქრება, რეაგირება სანქციების, იარაღის მიწოდებით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge