Saturday, September 24, 2022
spot_img
Home„დაზუსტებით ვიცით, არცერთ სასაფლაოზე ბავშვების დასაკრძალი ადგილი არ ყოფილა...“- თამუნა მუსერიძე შინაგან...

„დაზუსტებით ვიცით, არცერთ სასაფლაოზე ბავშვების დასაკრძალი ადგილი არ ყოფილა…“- თამუნა მუსერიძე შინაგან საქმეთა სამინისტროშია

spot_imgspot_img

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სოციალურ ქსელში შექმნილი ჯგუფ „ვეძებ“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, წლების განმავლობაში, სამშობიარო სახლებიდან ჩვილების, სავარაუდოდ, უკანონო გაყიდვის ფაქტებზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროში, აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე სეკუნდა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს არასრულწლოვნით ვაჭრობას და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 8-იდან 12 წლამდე.

31 აგვისტოს, გამოკითხვაზე ექვსი საათის განმავლობაში იმყოფებოდა ჯგუფის „ვეძებ“ ადმინისტრატორი თამუნა მუსერიძე.

ის სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ ისევ გამოკითხვაზეა და ივლის იქამდე, სანამ არ გაიგებს, სად წაიყვანეს ბავშვები.

„ისევ მოვედი. როგორც უკვე იცით, ჩვენ გამოვკითხეთ ყველა სამშობიაროს თანამშრომელი და სასაფლაოების წარმომადგენლები. დაზუსტებით ვიცით, რომ არცერთი სამშობიარო ბავშვებს არ კრძალავდა და არცერთ სასაფლაოზე, ბავშვების დასაკრძალი ადგილი არ ყოფილა. ასე რომ ვივლი იქამდე, სანამ არ გავიგებთ, სად წაიყვანეს ბავშვები,“- წერს მუსერიძე.

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge