Saturday, September 24, 2022
spot_img
Homeაშშ-ში, ქალმა სასტუმრო ოთახში მძინარე მძარცველი იპოვა

აშშ-ში, ქალმა სასტუმრო ოთახში მძინარე მძარცველი იპოვა

spot_imgspot_img

აშშ-ში, ოჰაიოს შტატის ქალაქ კანტონში ქალმა სასტუმრო ოთახში მძინარე უცნობი კაცი იპოვა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, უცნობი მძარცველი აღმოჩნდა, რომელიც სახლში შეიჭრა, აუზში იცურავა და ვახშმიდან დარჩენილი შემწვარი ქათამიც შეჭამა, შემდეგ კი სასტუმრო ოთახში დაიძინა.

პოლიციამ კაცი დააკავა. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ მძარცველი ალკოჰოლის ან ნარკოტიკების გავლენის ქვეშ იყო. მას სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა.

კაცს ბრალი ძარცვისთვის წაუყენეს და სასამართლო პროცესიც ჩაინიშნა.

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge