Sunday, October 2, 2022
spot_img
Homeარ შემიძლია, მამაკაცთან 24/7-ზე ცხოვრება... ქართველი მამაკაცები ზედმეტად ეგოისტები არიან -კესო ბერუაშვილი

არ შემიძლია, მამაკაცთან 24/7-ზე ცხოვრება… ქართველი მამაკაცები ზედმეტად ეგოისტები არიან -კესო ბერუაშვილი

spot_imgspot_img

კესო ბერუაშვილი „პრაიმჰაუსის“ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მონაწილეა, რომელმაც მაყურებელში დიდი ინტერესი გამოიწვია. 

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, რომელიც მასთან ჟურნალმა „თბილისელებმა „ჩაწერა:

კესო ბერუაშვილი: ისეთი ზაფხული მაქვს, როგორიც მე შემეფერება – ლაქშერული. საქართველოში ახლა დავბრუნდი მოგზაურობიდან და ძალიან ბედნიერი ვარ.  სამწუხაროდ, საქართველოში ვერ ვახერხებ მოგზაურობას, მაგრამ ალბათ, ოდესმე მაგასაც დავგეგმავ. აქ არ მყავს ბევრი მეგობარი და მაინცდამაინც არც ის ვიცი, სად გავერთო. ჩემი მეგობრები, ძირითადად, უცხოეთში არიან და გასართობად მათთან მიწევს ჩასვლა.

– რას ნიშნავს თქვენთვის თავისუფალი ურთიერთობა?

– როცა ერთად არ ვართ, მას შეუძლია, ჰყავდეს სხვა ქალი და მე შემიძლია, მყავდეს სხვა მამაკაცი, თუ მომესურვება. თავისუფალი ურთიერთობა გვაქვს, იმიტომ, რომ ერთ ქვეყანაში არ ვცხოვრობთ და შეიძლება, თვეში ერთხელ ვნახო, ამიტომ ასე ჯობს.

– როგორია შენი გამოცდილება ასეთ ურთიერთობაში?

– თავისუფალი ურთიერთობა ჩემთვის იდეალურია. არ შემიძლია, მამაკაცთან 24/7-ზე ცხოვრება. სულ აღვნიშნავ ხოლმე, რომ მამაკაცი მინდა ნახევარ განაკვეთზე. არ შემიძლია 24 საათი ერთ კონკრეტულ ადამიანთან ყოფნა, არც მამაკაცთან ერთად შემიძლია ცხოვრება. ამიტომაც არ ვარ გათხოვილი.

– ქართველ მამაკაცთან ურთიერთობის გამოცდილება თუ გქონია და მათთვისაც თუ არის მისაღები ურთიერთობის ეს ფორმა?

– ერთხელ მქონდა ქართველ კაცთან ურთიერთობა. მგონი, ყველაზე კარგი ბიჭი იყო, ვინც ოდესმე მყოლია. ორი წელი ვიყავით ერთად. საუკეთესო ურთიერთობა გვქონდა. ის არ იყო სტანდარტული ქართველი კაცი. ათი წელი ევროპაში სწავლობდა. მაშინ შედარებით პატარა ვიყავი და მასთან ურთიერთობამ საკმაოდ გამზარდა. სხვა ქართველ კაცებთან დიდად არ მაქვს ურთიერთობა. ვერ ვიტყვი, რომ მათ ხშირად ვესაუბრები ჩემს ცხოვრებაზე. თუმცა, ზოგადად, ქართველი მამაკაცები ზედმეტად ეგოისტები არიან. უნდათ, რომ მხოლოდ მისი იყო. ვერ გაიგებენ თავისუფალ ურთიერთობას.

Facebook Comments Box
spot_imgspot_img
RELATED ARTICLES
- Advertisment -spot_img

Most Popular

Aviabiletebi avia.ge