კვირა, იანვარი 26, 2025
ფრენები
მთავარისხვადასხვა“მკვლელი ჩვენ­თან ერ­თად ეძებ­და ლე­ვანს” - მოკლული ბიჭის დეიდაშვილი დუმილს არღვევს
spot_img

“მკვლელი ჩვენ­თან ერ­თად ეძებ­და ლე­ვანს” – მოკლული ბიჭის დეიდაშვილი დუმილს არღვევს

frenis kompensaciafrenis kompensacia

თბილისში, 26 წლის მოკლული ბიჭის, ლევან ჯანგულაშვილის საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

მოკ­ლუ­ლის ახ­ლობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ და­ნა­შა­უ­ლი ჯან­გუ­ლაშ­ვი­ლის სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბარ­მა ჩა­ი­დი­ნა, თუმ­ცა მო­ტივ­ზე სა­უ­ბა­რი უჭირთ.

AMBEBI.GE მოკლულის ოჯახის ახლობელს ესაუბრა.

„ლე­ვა­ნი დე­დას­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და თბი­ლის­ში, ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში. მას იდე­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და დე­დას­თან, მის გა­რე­შე ერთ წუთს ვერ ძლებ­და, ისი­ნი მუდ­მივ კონ­ტაქ­ტზე იყ­ვნენ. 12 იან­ვარს, ბიჭი რომ არ გა­მოჩ­ნდა, მისი ძებ­ნა და­ვი­წყეთ. გუ­შინ­წინ მი­ვაკ­ვლი­ეთ ლე­ვა­ნის კვალს – გა­ვე­დით ვაშ­ლი­ჯვრის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ყვე­ლა ჯგუფ­ში დავ­წე­რეთ, რომ ვე­ძებ­დით და დახ­მა­რე­ბა გვჭირ­დე­ბო­და.

დრო­ნე­ბის მო­ბი­ლი­ზა­ცი­აც მო­ვახ­დი­ნეთ და ჩვე­ნი ძა­ლე­ბით ვე­ძებ­დით. მას ეძებ­და პო­ლი­ცი­აც. ბო­ლოს ერთ ად­გი­ლას აღ­მოვ­ჩნდით ჩვენც და პო­ლი­ცი­აც, 5 წუ­თით მიგ­ვას­წრეს, სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ. ეს გახ­ლავთ მი­ტო­ვე­ბუ­ლი მშე­ნე­ბა­რე კორ­პუ­სი თა­ვი­სი­ვე უბან­ში. მკვლე­ლი არის ლე­ვა­ნის მე­გო­ბა­რი, 24/7-ზე ერ­თად რომ იყ­ვნენ, მას კარ­გად ვიც­ნობთ. ლე­ვა­ნის დე­დას პირ­ვე­ლი­ვე დღეს მაგ ბიჭ­ზე ჰქონ­და ეჭვი. მო­ტი­ვი ნამ­დვი­ლად არ ვი­ცით, დე­ტა­ლე­ბი ჯერ-ჯე­რო­ბით ჩვენ­თვის არაა ცნო­ბი­ლი, რაც ზუს­ტად ვიცი ისაა, რომ მკვლე­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია. მას ლე­ვა­ნის­თვის ჯერ ბლაგ­ვი სა­გა­ნი ურტყია თავ­ში, შემ­დეგ მე-8 სარ­თუ­ლი­დან გად­მო­უგ­დია, შემ­დეგ უკან შე­უთ­რე­ვია და დაწ­ვა უც­დია. მკვლე­ლის ვი­ნა­ო­ბას ვერ გე­ტყვით, გა­მო­ძი­ე­ბას ხელი რომ არ შე­ვუ­შა­ლო, შე­საძ­ლოა კი­დევ ვინ­მე იყოს გა­რე­უ­ლი მკვლე­ლო­ბა­ში, არა­ფერს გა­მოვ­რი­ცხავთ, ისე სას­ტი­კა­დაა ბიჭი მოკ­ლუ­ლი. 12 დღე ვე­ძებ­დით ცო­ცხალ­საც და მკვდარ­საც…“, – აღნიშნა მან.

“ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი იყო, რად­გან ბო­ლოს მას­თან ჰქონ­და კონ­ტაქ­ტი ლე­ვანს. არ ვი­ცით რაზე მოხ­და მკვლე­ლო­ბა, მო­ტი­ვი არ ვი­ცით. მა­ნამ­დე სა­ნამ ლე­ვანს ვე­ძებ­დით მკვლე­ლი კვალს გვი­რევ­და, ჩვენ­თან ერ­თად ეძებ­და ლე­ვანს და ამ­ბობ­და უც­ნობ პირ­თან ერ­თად გა­უ­ჩი­ნარ­დაო” – ამ­ბობს მოკ­ლუ­ლის დე­ი­დაშ­ვი­ლი.

შეგახსენებთ, 12 იანვარს, ვაშლიჯვრის დასახლებაში არსებული მშენებარე კორპუსის მერვე სართულზე მამაკაცმა სხვადასხვა ნივთების დარტყმით 26 წლის მამაკაცი მოკლა, რის შემდეგაც მან გვამი ლიფტის შახტში დაწვა. მოკლული ლე­ვან ჯან­გუ­ლაშ­ვილია, რომელიც კახეთიდანაა.

მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია.

მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 10-დან 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

amindi
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით
დაკოპირება ისჯება კანონით!