ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაურში. “გურია ნიუსის” ინფორმაციით, შემთხვევა ოზურგეთი ჩოხატაურის ცენტრალურ გზაზე, სოფელ გორაბერეჟოულთან მოხდა.
“მეუღლესთან ერთად მოდიოდა, საჭესთან მეუღლე იჯდა. მანქანა მოცურდებულა და ხეს შეჯახებია. ექიმი ადგილზე გარდაცვლილა. მისი მეუღლე კი ინფარქტით და ფილტვის დაზიანებით ქუთაისში გადაიყვანეს”, უთხრა გურია ნიუსს წყარომ.