სამშაბათი, იანვარი 7, 2025
ფრენები
მთავარისაზოგადოება"ზურგიდან ვიღაც მეცა და ბეტონის კედელს მიმახეთქა" - გვანცა ჩხეიძეს თავს დაესხნენ
spot_img

“ზურგიდან ვიღაც მეცა და ბეტონის კედელს მიმახეთქა” – გვანცა ჩხეიძეს თავს დაესხნენ

frenis kompensaciafrenis kompensacia

თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილე მუსიკოსი, მევიოლინე გვანცა ჩხეიძე აცხადებს, რომ მანჯგალაძის ქუჩაზე თავს დაესხნენ.

“ამ ტკივილივით დასრულდებით!!! მანჯგალაძის ქუჩაზე, ეკლესიას ჩავუარე თუ არა ზურგიდან ვიღაც მეცა და ბეტონის კედელს მიმახეთქა. იმ მხარეს ვიოლინო მქონდა გადაკიდებული და ამან დამიცვა რომ თავი კედელს არ მივარტყი. მოკლედ, მაგრად შემაჯანჯღარა.

მოვიხედე და შავებში ჩაცმული მხეცი გარბოდა. ქუჩას გავხედე, არავინ იყო ერთი მამაკაცის გარდა რომელმაც შორიდან დაგვინახა და მორბოდა საშველად – რა უნდოდა, ამას რას ვხედავ, ხომ კარგად ხართ, ახლავე წყალს მოგიტანთ… ამ ადამიანმა მომიყვანა აზრზე რომ მთლად ჯოჯოხეთში არ ვიყავი… PS. მე კი, ვიცი ვისაც გებრძვით და მზად ვარ შეგეჭიდოთ. მალე, ძალიან მალე თქვენც შეგაჯანჯღარებენ ქოცებო…”- წერს გვანცა ჩხეიძე ფეისბუკზე.

amindi
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით
დაკოპირება ისჯება კანონით!