კვირა, დეკემბერი 8, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბები"იჯდა ცოლზე ძალადობიოსთვის, თუმცა ამნისტიით გამოვიდა დროზე ადრე" - საგარეჯოში ქმარმა ცოლი...

“იჯდა ცოლზე ძალადობიოსთვის, თუმცა ამნისტიით გამოვიდა დროზე ადრე” – საგარეჯოში ქმარმა ცოლი მოკლა

frenis kompensaciafrenis kompensacia

ქმრის მიერ მოკლული 39 წლის ქალი საგარეჯოში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს - მედიკოსები მის გადარჩენას 8 დღის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა ქალს იმდენად მძიმე დაზიანებები ჰქონდა მიყენებული თავის არეში, რომ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც ადგილობრივები "პირველებთან" ყვებიან, ციკო სულიკაშვილს ყოფილი ქმარი, მიშა სუხიშვილი თავს 8 დღის წინ დაესხა. ჯერ ტელეფონზე დაურეკა, თუმცა, მას შემდეგ რაც ქალმა არ უპასუხა, მის საცხოვრებელ სახლში შეიჭრა, სადაც მათ 10 წლის არასწრულწლოვან შვილს ეძინა, ყოფილ მეუღლეს ქვით უმძიმესი დაზიანებები მიაყენა და ტერიტორია დატოვა. სახლში ასევე ეძინათ მოკლული ქალის ბებიას და მამას.

რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, როგორც ახლობლები ყვებიან, მამაკაცმა შური ქალზე იმის გამო იძა, რომ ყოფილმა მეუღლემ ორჯერ უჩივლა ძალადობისთვის. ბოლოს ბრალდებული ციხეში სასჯელს ქალზე ძალადობისთვის იხდიდა, თუმცა არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ციხე "ოცნების" ამნისტიის შესახებ მიღებული კანონის საფუძველზე დატოვა. ზუსტად კვირანახევრის თავზე კი კაცი ისევ მივიდა ყოფილი ცოლის სახლში და მისი ციხეში გაშვების გამო შური იძია. სწორედ ეს ვერსია აქვთ მოკლული ქალის ოჯახს და ახლობლებს.

შემაკავებელი ჰქონდა, იჯდა ცოლზე ძალადობიოსთვის, თუმცა ამნისტიით გამოვიდა დროზე ადრე, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე. ვერავინ გაიგო სახლში, ღამით შევიდა სახლში, ქვით გაუსწორდა და სახლში ყვეალს ეძინა, ბებიას, მამას და მათ შვილს", - ამბობენ მოკლულის ახლობლები. 

როგორც ადგილობრივები "პირველებთან" ყვებიან, საზარელი შემთხვევის შემდეგ, მიშა სუხიშვილი პოლიციას თავად ჩაბარდა და ახლა მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

მოკლული ქალის ოჯახი და ახლობლები დაკავებულისთვის მაქსიმალურ სასჯელს ითხოვენ.

საქართველოს პროკურატურა, საგარეჯოში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს, დაზარალებულის გარდაცვალების გამო ბრალდებას დაუმძიმებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 11 ნოემბერს, საგარეჯოში, ბრალდებულმა გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მეუღლეს განსაკუთრებული სისასტიკით, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებებით დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 12 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 381-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (დამცავი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა) და იმავე კოდექსის 19, 109-ე მუხლის „თ“, „კ“, „მ“, „პ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით, არაერთგზის), რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

amindi
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით
დაკოპირება ისჯება კანონით!