ხუთშაბათი, ნოემბერი 21, 2024
ფრენები
მთავარისაზოგადოება“ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლედი შეყ­ვა­რე­ბუ­ლია…” – სად გაქრა სანდრა რულოვსი

“ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლედი შეყ­ვა­რე­ბუ­ლია…” – სად გაქრა სანდრა რულოვსი

amindi

2023 წლის 26 სექ­ტემ­ბერს, სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პირ­ველ­მა ლე­დიმ სან­დრა რუ­ლოვსმა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა: “ორი წე­ლი­წა­დი დამ­ჭირ­და მა­ნამ, სა­ნამ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად შე­მეძ­ლო მი­შას მო­ნა­ხუ­ლე­ბა. დღეს შედ­გა ჩვე­ნი ხან­გრძლი­ვი შეხ­ვედ­რა და გულ­წრფე­ლი სა­უ­ბა­რი. ვუ­სურ­ვებ მას თა­ვი­სუფ­ლე­ბას, ჯან­მრთე­ლო­ბას და ბედ­ნი­ე­რე­ბას. ჩვენ ერ­თად აღარ ვართ”.

"ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლედი შეყ­ვა­რე­ბუ­ლია..." - სად გაქრა სანდრა რულოვსი და რა სიახლეა მის პირად ცხოვრებაში?

ამით რუ­ლოვსმა და­ა­დას­ტუ­რა, რომ ექ­სპრე­ზი­დენტს ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­შორ­და. იქამ­დე მი­უ­ხე­და­ვად ლიზა იას­კო­სა და სოფო ნი­ჟა­რა­ძის გარ­შე­მო არ­სე­ბუ­ლი სკან­და­ლე­ბი­სა, რუ­ლოვ­სი ხში­რად აქ­ვეყ­ნებ­და და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლის მხარ­დამ­ჭერ პოს­ტებს.

მას შემ­დეგ, რუ­ლოვ­სი რამ­დე­ნი­მე ზო­გად პოსტს აქ­ვეყ­ნებს და დე­კემ­ბერ­ში უმ­ცროს შვილს და­ბა­დე­ბის დღეს ულო­ცავს. 2023 წლის დე­კემ­ბერ­ში ექ­სპრე­ზი­დენ­ტი ცი­ხი­დან სან­დრას მი­მართ აქ­ვეყ­ნებს მი­სა­ლოც ტექსტს. ყო­ფილ ცოლს ამ­ჯე­რად იუ­ბი­ლე მი­უ­ლო­ცა.

„გი­ლო­ცავ და­ბა­დე­ბის დღეს, ულა­მა­ზე­სო, ყვე­ლა სა­ა­კაშ­ვი­ლის – ედუ­ჩას, ნი­კუ­შას სა­ხე­ლით! მიშა“, – წერს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი პოს­ტში.

"ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლედი შეყ­ვა­რე­ბუ­ლია..." - სად გაქრა სანდრა რულოვსი და რა სიახლეა მის პირად ცხოვრებაში?

დე­კემ­ბერს შემ­დეგ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სან­დრას აქ­ტი­ვო­ბა ქრე­ბა, 2024 წლის თე­ბერ­ვალ­ში კი ახალ­გაზ­რდო­ბის ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს. ივ­ნის­ში ნი­კო­ლოზ­სა და ედუ­არდს სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბას ულო­ცავს. აგ­ვის­ტო­ში თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის სამ­ძი­მა­რი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, ორ კვი­რა­ში კი პო­ლო­ნე­თის გარ­დაც­ვლი­ლი პირ­ვე­ლი ლედი მა­რია კა­ჩინ­სკი გა­იხ­სე­ნა.

"ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლედი შეყ­ვა­რე­ბუ­ლია..." - სად გაქრა სანდრა რულოვსი და რა სიახლეა მის პირად ცხოვრებაში?

შემ­დეგ კი აგ­ვის­ტო­ში რუ­ლოვ­სი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ცვლის პრო­ფი­ლის ფო­ტოს, სა­დაც ჩანს, რომ იმი­ჯი მკვეთ­რად შე­იც­ვა­ლა. რუ­ლოვსს თმა მოკ­ლედ აქვს შეჭ­რი­ლი და ჭა­ღა­რა უჩანს. ფო­ტოს ათა­სამ­დე კო­მენ­ტა­რი აქვს, ხალ­ხი დაბ­ნე­უ­ლია პირ­ვე­ლი ლე­დის იმი­ჯის ცვლი­ლე­ბით, ზოგ­საც მისი ცნო­ბა უჭირს.

"ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლედი შეყ­ვა­რე­ბუ­ლია..." - სად გაქრა სანდრა რულოვსი და რა სიახლეა მის პირად ცხოვრებაში?

სად გაქ­რა სან­დრა რუ­ლოვ­სი და რა­ტომ აღარ აქ­ტი­უ­რობს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში?

სან­დრა რუ­ლოვ­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში აგ­რძე­ლებს ცხოვ­რე­ბას და რო­გორც წყა­რო გვიყ­ვე­ბა, ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლედი შეყ­ვა­რე­ბუ­ლია. ვინ არის ლე­დის რჩე­უ­ლი, ამა­ზე თბი­ლის­ში უკვე ბევ­რს სა­უბ­რო­ბენ, თუმ­ცა რო­გორც ჩანს, თა­ვად არ სურს ამ ეტაპ­ზე, რომ ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ სა­ჯა­როდ ისა­უბ­როს. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მისი რჩე­უ­ლი ქარ­თვე­ლი არ არის.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!