პარასკევი, აპრილი 19, 2024
ფრენები
მთავარიახალი ამბებიმე ჩემი პოზიცია მაქვს, ეს პოზიცია არ შემიცვლია და არც შევიცვლი - ვახო...

მე ჩემი პოზიცია მაქვს, ეს პოზიცია არ შემიცვლია და არც შევიცვლი – ვახო სანაია კვარაცხელიაზე

kompensacia frenebzekompensacia frenebze

ვახო სანაიამ გადაცემა „კვირის ფორმულაში“ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიაზე აზრის შეცვლას არ აპირებს. მისი თქმით, სამოქალაქო პოზიციასა და მოედანზე რაც ხდება მათ შორის, დიდი ზღვარია.

„მთავარ არხზე გამოვიდა რამდენიმე ჟურნალისტი ადრე, არ ვიცი, როდის იყო თვეების წინ, მე მგონი, და რაღაც კრიტიკა ითქვა ფეხბურთელის მიმართ, მომნიშნეს თაგებში, „ტვ პირველზე“ დადეს რაღაცა ქარდი, ეგეც ხელზე დაიხვიეს, კაი, ჩემი ამბავი გასაგებია. პელე, რომელზეც ყველა ამბობს, რომ გენიალური ფეხბურთელი იყო, მაგრამ მასთან ჰქონდათ პრეტენზია, სხვათა შორის,  თავისთავთან ჰქონდა შემდეგ პრეტენზია მომავალში, რომ მის გამოყენებას ასე ცდილობდა დიქტატორული რეჟიმი.  სამოქალაქო პოზიციასა და მოედანზე რაც ხდება, მათ შორის, დიდი ზღვარია. მას გააქვს შესანიშნავი გოლები, ძალიან მაგარი ფეხბურთელია, მაგრამ მე ფეხბურთელზე არ მაქვს ლაპარაკი,არამედ,  მის სამოქალაქო პოზიციაზე. ვიღაცა არ მეთანხმება, ვიღაც კი არა, ბევრი არ მეთანხმება, ვისაც უხარია, უნდა დაპოსტოს კიდეც, უნდა იყვიროს კიდეც. მე ჩემი პოზიცია მაქვს, ეს პოზიცია არ შემიცვლია და არც შევიცვლი“, – განაცხადა სანაიამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.

amerikis vizaamerikis viza
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!