კვირა, თებერვალი 16, 2025
ფრენები
მთავარისაზოგადოება„მინდა მარიამისთვის ბოლოჯერ დახმარება გთხოვოთ, არის გაუთვალისწინებელი ხარჯები“ – რას წერს ტრაგიკულად...
spot_img

„მინდა მარიამისთვის ბოლოჯერ დახმარება გთხოვოთ, არის გაუთვალისწინებელი ხარჯები“ – რას წერს ტრაგიკულად გარდაცვლილი ტიკტოკერის მეგობარი

frenis kompensaciafrenis kompensacia

33 წლის ასაკში ტრაგიკულად გარდაცვლილ მარი ომანაშვილს, რომელიც საზოგადოებამ სოციალურ პლატფორმა „ტიკ-ტოკზე“ გამოქვეყნებული ვიდეოებიდან გაიცნო და შეიყვარა, უკანასკნელ გზაზე აცილებენ.

დინა ნაწიფაშვილი, რომელიც მარისთან ერთად გადაღებულ ვიდეოებს სოციალურ ქსელში ხშირად ავრცელებდა, „ფეისბუკში“ მორიგ სტატუსს აქვეყნებს და მოქალაქეებს მხარდაჭერას სთხოვს:

„ყველას დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ახლა ვერავის გპასუხობთ. მინდა გთხოვოთ ბოლოჯერ მარიამისთვის დახმარება. თელავის მერია მაქსიმალურად გვეხმარება, მაგრამ არის გაუთვალისწინებელი ხარჯები, რაც გვესაჭიროება.

თუ ვინმეს შეგიძლიათ, დაგვეხმარეთ მარიამისთვის.

საქ.ბანკი – GE56BG0000000525953978

თიბისი.ბანკი – GE28TB7379345063600019“, – წერს დინა ნაწიფაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის, სოციალურ ქსელში პოპულარული ტიკტოკერი, თელაველი მარი ომანაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.

amindi
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

ელექტრიკი გამოძახებით
დაკოპირება ისჯება კანონით!