პარასკევი, სექტემბერი 6, 2024
ფრენები
მთავარისაზოგადოება"ჩემს ქმარს საკუთარ ნათესავთან ჰქონდა ურთიერთობა და ის გოგო მისგან შვილს ელოდებოდა......

“ჩემს ქმარს საკუთარ ნათესავთან ჰქონდა ურთიერთობა და ის გოგო მისგან შვილს ელოდებოდა… სახლშიც მოჰყავდა ხოლმე, ღამეც რჩებოდა”

aviabiletebiaviabiletebi

ახალგაზრდა ქალმა წლების წინ ოჯახი სიყვარულით შექმნა, მაგრამ დღეს თვლის, რომ მისი ქორწინება უიღბლო აღმოჩნდა. ამაში დიდი ხნის წინ დარწმუნდა, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, დღემდე ქმართან ოფიციალურად გაშორებული არ არის. უფრო მეტიც, ისინი წლებია, ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ. ქალის თქმით, ცოლ-ქმრული ურთიერთობა მათ ერთმანეთთან არ აქვთ, არც კი ელაპარაკებიან ერთმანეთს.

ახალგაზრდა ქალი ამბობს, რომ ასეთი ნაბიჯი შვილების გამო გადადგა.

36 წლის ირმა ნ:

– ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ოდესმე ასეთ სიტუაციაში თუ აღმოვჩნდებოდი, მაგრამ არავინ იცის, ბედი ვის რას უმზადებს. უკვე წლებია, ასე ვცხოვრობ და მივეჩვიე კიდეც. დღეს ამ დავიდარაბაში ყველაფერს შევეგუე – დამცირებას, შეურაცხყოფას, ლანძღვა-გინებას. ვცდილობ, ჩემს ტკივილზე სხვასთან არ ვისაუბრო, ბევრმა არც იცის, ჩემს გულში რა ტრიალებს.

ჩვენმა მშობლებმა არც კი იციან ჩვენი ოჯახის ამბები და შორიდან, ალბათ, ბევრს ჰგონია, რომ ბედნიერად ვცხოვრობთ. თუმცა ასე ნამდვილად არ არის. ეს ძალიან დიდი ნერვების ფასად დამიჯდა. უკვე დიდი ხანია, ჩემი და ჩემი მეუღლის გზები გაიყარა. ამის მიუხედავად, ერთ ჭერქვეშ ვართ, წლებია, მასთან არანაირი კავშირი აღარ მაქვს. ჩემს მდგომარეობას შევეგუე.

– ოჯახი სიყვარულით არ შეგიქმნიათ?

– ბავშვობიდან ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა, მაგრამ მხოლოდ სწავლით ვიყავი დაკავებული. ამ საკითხს სერიოზულად არ ვეკიდებოდი. თან მშობლების კალთას მიკერებული გოგო ვიყავი, ისინი არაფერს გვაკლებდნენ მე და ჩემს ძმას, ამიტომაც ყველაფერს ლამაზ ფერებში ვხედავდი.

მეოთხე კურსის სტუდენტი ვიყავი, ჩემი ქმარი რომ გავიცანი. ის ჩემზე 5 წლით უფროსი იყო და მუშაობდა. ახლობლის სახლში შევხვდით ერთმანეთს, ეტყობა, მოვეწონე და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ შემხვედროდა. დღეს როცა დავფიქრდები, სულ იმას ვსაყვედურობ ჩემს თავს, როგორ შეიძლებოდა ასეთი ადამიანი შემყვარებოდა. მაგრამ თავიდან არ ავლენდა თავის ქცევებს. ან როგორ ახერხებდა ასე შენიღბვას, ძალიან მიკვირს.

ერთი წელი შეყვარებულები ვიყავით, ბევრჯერ მეგობრებთან ერთადაც ვყოფილვართ და ჩემი ერთი დაქალი სულ მეუბნებოდა, ეს ბიჭი საშენო არ არის და გთხოვ, მასთან ურთიერთობა არ გააგრძელოო. მაგრამ ეტყობა, მაგ დროს მეც მქონდა სიმპათია მის მიმართ და ამიტომ არ ვაქცევდი ყურადღებას მის ნათქვამს. არადა, თურმე, ყველაზე მეტად ის ხვდებოდა, ვისთან მქონდა საქმე.

დაქალები როცა ოჯახის შექმნაზე ვსაუბრობდით, ჩამოვაყალიბებდი ხოლმე, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ჩემი ქმარი, რა თვისებები უნდა ჰქონოდა მას, მაგრამ აღმოჩნდა, რომ რადიკალურად განსხვავებული ადამიანი შემიყვარდა. დღესაც არ ვიცი, ეს როგორ შევძელი. ან ის როგორ ნიღბავდა თავს ასე, რომ მისი ეს უარყოფითი მხარეები ვერ შევამჩნიე. ვფიქრობ, ალბათ, ეს ყველაფერი გამოუცდელობის გამო დამემართა. მანამდე ჩემთან ახლოს არავის ვუშვებდი, არც ერთ ბიჭს სიყვარული ჩემთვის არ აუხსნია, არა იმიტომ, რომ თაყვანისმცემლები არ მყავდა, მყავდა, მაგრამ მაქსიმალურად ვიშორებდი მათ. ვერ ბედავდნენ ჩემთან ურთიერთობას.

მერე, როცა ლაშას დავუახლოვდი, მისგან ყურადღება ვიგრძენი, თაიგულებით ხელში მოდიოდა, სიურპრიზებს მიწყობდა და ეს მსიამოვნებდა.

ალბათ, ჩავთვალე, რომ ის სიგიჟემდე მიყვარდა და შეიქმნა კიდეც ჩვენი ოჯახი. ვთვლიდი, რომ სიყვარულით შევქმენი ოჯახი, მაგრამ დღეს იმ სიყვარულიდან მართლა აღარაფერი დარჩა.

– რატომ?

– ქალი მამაკაცში ყოველთვის საყრდენს ეძებს. ჩემს მეუღლეში ადამიანი მამაკაცურ თვისებებს ვერ იპოვის. ამას მაშინ ჩემი დაქალიც მეუბნებოდა, ძალიან არ უნდოდა ლაშას გავყოლოდი და ამას პირდაპირ ამბობდა ხოლმე, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი არ მესმოდა. მასზე შეყვარებული ვიყავი და მე სხვანაირად ვფიქრობდი. თავიდან თითქოს ყველაფერი ნორმალურად იყო. 2-ოთახიანი ბინა ჰქონდათ და ბევრი ადამიანი ვცხოვრობდით, ჩემი მაზლი ცოლ-შვილთან ერთად, ჩემი დედამთილი და ჩვენ.

ეკონომიკურადაც უჭირდათ. მე და ჩემი ქმარი ვმუშაობდით და მთელი ოჯახის რჩენა ჩვენ გვიწევდა. ამაზე არასოდეს მიწუწუნია.

მამაჩემმა, როცა ჩემი პირობები ნახა, ბინა გვიყიდა ანუ თანხის ძირითადი ნაწილი მან მოგვცა, ძალიან ცოტა დავამატეთ სესხი და ბინა ვიყიდეთ. ჩემს სახლში ტექნიკაც და სხვა ნივთებიც მამაჩემის ნაყიდია. ბანკის ფულით გავარემონტეთ და ახალ ბინაში გადავედით. დედამთილიც ჩვენთან წამოვიდა. ძალიან უცნაური ქალია, სახლში იჯდა მთელი დღე, არაფერს აკეთებდა, ტელევიზორს უყურებდა ან მეზობლებთან ჭორაობდა. არადა, ასაკოვანი არ არის, ჯან-ღონით სავსე ქალია.

სამსახურიდან დაღლილი რომ მოვიდოდი, ამის შემდეგ ვამზადებდი საჭმელს. ფაქტობრივად, არაფერში მეხმარებოდა. პირიქით, ეჭვიანობა დაიწყო და თვლიდა, რომ შვილი სათანადო ყურადღებას არ აქცევდა. მოითხოვდა, ჩემი ქმარი ძმის ოჯახს დახმარებოდა. მაქსიმალურად ცდილობდა, ჩვენი ურთიერთობა გაეფუჭებინა. ოღონდ რატომ მომექცა ასე, მართლა ვერ გეტყვით.

რამდენჯერმე ვიკამათეთ, ერთხელ ისე გამომიყვანა მდგომარეობიდან, ჩემს ქმარს გამოვუცხადე, თუ გინდა ამ ქალმა ცხოვრება არ გამიმწაროს, თავის ბინაში დააბრუნე-მეთქი. ამ დავის შემდეგ, ცოტა ხნით სახლიდან წავიდა, მაგრამ რამდენიმე თვეში ისევ უკან დაბრუნდა, რადგან მეორე რძალთანაც გაუფუჭდა ურთიერთობა. ის რძალი სახლში აღარ უშვებდა და ისევ ჩვენთან მოვიდა. მერე ლაშას ძმამ მშობლების ბინა გაყიდა და რუსეთში წავიდა ცოლ-შვილთან ერთად. ისევ მე შემომისახლდა, გაუთავებლად მეკამათებოდა და მერე ამის გამო მე და ჩემი ქმარიც ვჩხუბობდით.

ამ ქალმა მართლა ყველაფერი გააკეთა ჩვენი ოჯახის დასანგრევად.

– ქმართან ურთიერთობა დედამთილის გამო გაგიფუჭდათ?

– ყველაფერზე ვჩხუბობდით. რაც დრო გადიოდა, ვხედავდი ქმართან ურთიერთობა მიფუჭდებოდა, უმიზეზოდაც შეგვეძლო გვეჩხუბა. სახლიდან წამოვედი და ჩემს მშობლებთან თვეზე მეტხანს ვიყავი, მაშინ ჩემი უფროსი შვილი 5 წლის იყო, უმცროსი – 2 წლის. ჩემებისთვის არ მომიყოლია დეტალები, რადგან დედას გული აწუხებს.

შემდეგ ისევ შევრიგდით.

ამის მერე, თითქმის ერთი წელი, არ გვიჩხუბია, მეგონა, დალაგდა სიტუაცია, მაგრამ მერე ისევ დაიწყო კონფლიქტები. კარგა ხანს სამსახურიც არ ჰქონდა და ჩემს კმაყოფაზე იყო. დალევაც დაიწყო, ჩხუბობდა, სახლშიც არ მოდიოდა ხოლმე…

ერთ დღეს, შოკისმომგვრელი ამბავი გავიგე. შემთხვევით ჩემი ქმრის ნათესავმა გოგომ მითხრა, რომ ჩემს ქმარს საკუთარ ნათესავთან ჰქონდა სქესობრივი ურთიერთობა და ის გოგო მისგან შვილს აჩენდა. მითხრა, ამის გამო ისე მაგრად სცემეს ნათესავებმა, რომ ფეხზე ვერ დგებაო.

ეს ფაქტი ჩემთვის ძალიან მტკივნეული და ამაზრზენი აღმოჩნდა, ასეთი ღალატი და სიბინძურე ვერ ვაპატიე. სახლში დალურჯებული სახით მოვიდა, მაგრამ სახლიდან გავაგდე. არც დედამთილი გავიკარე და ისიც წავიდა თავის დასთან. მერე გავიგე, რომ იმ გოგოს 6 თვის ნაყოფი მოაცილებინეს. თურმე, კარგა ხანს ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ ერთად.

მისი დანახვა არ მინდოდა, ის გოგო შემდეგ საბერძნეთში წავიდა სამუშაოდ და დღესაც იქ უნდა იყოს…

– ქმარს მერე ისევ შეურიგდით?

– დამერწმუნეთ, მის მიმართ არანაირი გრძნობა არ გამაჩნია ამ ამბის შემდეგ. დიდხანს ვცდილობდი, ეს საშინელი ამბავი ჩემს მშობლებს არ გაეგოთ და მხოლოდ ჩემმა ორმა დაქალმა იცოდა. მათ გადამატანინეს ის მძიმე წუთები. გვერდით მედგნენ. ძალიან შეურაცხყოფილი და განადგურებული ვიყავი. დეპრესიაში ჩავვარდი, არადა, სახლშიც მოჰყავდა ხოლმე ეს ქალი, როგორც ნათესავი. ღამით ჩვენთანაც დარჩენილა და მერე ასეთ საშინელ ამბავს იგებ… ეს ძნელი გადასატანია.

– რატომ არ დაასრულეთ მასთან ურთიერთობა?

– აქეთ მაშანტაჟებდა. მართალია, ეს ბინა მამაჩემმა მიყიდა, მაგრამ ჩემი ქმრის სახელზე იყო გაფორმებული. მაშინ რას წარმოვიდგენდი, რომ შეიძლებოდა ასეთი პრობლემა შექმნილიყო.

ახლა მას რომ ჰკითხო, გეტყვის, რომ ყველაფერი თვითონ იყიდა.

მემუქრებოდა, თუ სახლში არ შემიშვებ, ბინას გავყიდი და ქუჩაში დარჩებიო. ბინის გადაფორმების პრობლემაც შემექმნა. ადვოკატთანაც ვიყავი და მითხრეს, რომ იურიდიულად ბინა მის სახელზეა და მისი თანხმობის გარეშე, ჩემს სახელზე ვეღარ გავაფორმებდი.

მე და ჩემი შვილები ქუჩაში ვრჩებოდით.

ამას ისიც დაემატა, რომ უფროსმა შვილმა მითხრა, – დედა ის მამაჩემია, არ მინდა, მაწანწალასავით ქუჩაში ცხოვრობდეს და ძალიან გთხოვ, სახლში შემოუშვიო. უვარგისი მამა ჰყავს, მაგრამ მაინც უყვარს.

ძალიან დიდ დეპრესიაში იყო ბავშვი.

ფსიქოლოგებთან დამყავდა, სწავლა მიატოვა და ვხედავდი, სერიოზული პრობლემების წინაშე ვიდექი. სულ ჩაკეტილი იყო თავის ოთახში. ჩვენს ურთიერთობას ძალიან განიცდიდა. ყველაფერი გავაანალიზე, ბავშვს გარდატეხის ასაკი აქვს და არ მინდოდა, მისთვის მევნო. ისევ მე დავთმე, დავთანხმდი მის წინადადებას და სახლში შემოვუშვი.

ერთ ბინაში ვცხოვრობთ, მაგრამ ერთმანეთს არ ველაპარაკებით.

– ასე ცხოვრება არ გიჭირთ?

– ეს ადვილი ნამდვილად არ არის. გამიჭირდა, მაგრამ ეს მსხვერპლი ჩემი შვილის გამო გავიღე. ქმარს პირობა წავუყენე – იმ პირობით შემოვუშვებდი სახლში, თუ ბინას ჩემს სახელზე გააფორმებდა. ეს მოვახერხე და ამჯერად ქუჩაში გაგდების საშიშროება არ მაქვს, სხვა შემთხვევაში, სამართლებრივად პროცესსაც ვეღარ მოვიგებდი.

იმდენად უსინდისო ადამიანია, შეიძლებოდა ფაქტის წინაშე დავეყენებინე, ბინა გაეყიდა და გარეთ გავეგდე მამაჩემის ნაყიდი ბინიდან. ჩემი მეჯვარე ძალიან დამეხმარა, რომ დაერწმუნებინა ის, ბინა ჩემს სახელზე გადაეფორმებინა. არ ველაპარაკებით ერთმანეთს და ახლობლებმა იციან ჩვენ როგორ ვცხოვრობთ. არანაირი გრძნობა არ გამაჩნია. არც ახალი ოჯახის შექმნას ვაპირებ. ჩემი საზრუნავი დღეს ჩემი შვილებია და ის, რომ მათ შევუქმნა ნორმალური მომავალი, მივცე განათლება, ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ. მამას შვილებთან ნორმალური ურთიერთობა აქვს და ასე ცხოვრებით ჩემი უფროსი შვილი კმაყოფილია. პატარა კი ამ საკითხზე ჩემთან არასოდეს საუბრობს. ბავშვების მეგობრებმა იციან, რომ ჩვენ შეხმატკბილებული ოჯახი გვაქვს. ჩხუბითაც არ ვჩხუბობთ უკვე, კარგა ხანია, რადგან საერთო არაფერი გვაქვს, არც ველაპარაკებით ერთმანეთს. თუმცა ჩემს გაკეთებულ საჭმელს მშვენივრად მიირთმევს.

– საყვარელთან ურთიერთობას აგრძელებს?

– ის გოგო დიდი ხანია, საქართველოდან წავიდა, შვილი არ გააჩენინეს და საბერძნეთში ცხოვრობს. არა მგონია, ერთმანეთთან რამე კონტაქტი ჰქონდეთ. როგორც ვიცი, ის თვითონ დაშორდა ამას. ისინი ბიძაშვილების შვილები იყვნენ და ბუნებრივია, ასეთ საქციელს მათ არავინ მოუწონებდა. როგორც გითხარით, ჩემი ქმარი სასტიკად სცემეს, სიკვდილის პირას იყო, მაგრამ გადარჩა, ყველა ნათესავთან გაწყვეტილი აქვს ურთიერთობა.

ამ ამბის მერე, საკუთარი ძმაც არ ეკონტაქტება. ერთადერთი, დედამისთან აქვს ურთიერთობა. ის ჩვენთან არ ცხოვრობს. თავის დასთან წავიდა და დის სახლშია, ამ ამბების მერე.

frenis kompensaciafrenis kompensacia
მსგავსი
aviabiletebi dabal fasad

პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით!