7 ოქტომბერს, ისრაელში მომხდარი სისხლიანი თავდასხმის შემდეგ, დაკარგულებს შორის აღმოჩნდა ქართველი ებრაელი თამარ გოლდბერგი. ქართულ მედიასთან გოგონას მეგობრები, ოჯახის წევრები ამ დღეების განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ისინი საკუთარი ძალებითაც ეძებდნენ გოგონას.
“ახლა ვიცით, რომ თამარი არის დაკარგული… მამაჩემი თვითონ ეძებს, ჯერ ვერ იპოვეს. ჩვენ თამის ვიპოვით ცოცხალს” – ამბობდა მარიამ გოლდბერგი, დაკარგული გოგონას და.
ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ თამარი გარდაცვლილი იპოვეს, ამის შესახებ ინფორმაციას მარიამ გოლდბერგი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“14 დღის შემდეგ ღმერთმა წამართვა იმედი, რაც მქონდა. დღეს გვითხრეს, რომ თამი ხოცვა-ჟლეტის დროს ცივსისხლიანად მოკლეს. ჩვენ ვერ ვნახავთ მის მთლიან სხეულს. ღმერთმა მოგვისაჯა ყველაზე მკაცრი განაჩენი. ღმერთმა ჩააქრო ჩვენთვის სინათლე
ყველაფერი გავაკეთე, გპირდები, ყველაფერი გავაკეთე. ალბათ ზედმეტად სუფთა იყავი ამ საშინელი სამყაროსთვის. სამუდამოდ დაგვტოვე გულში. ბოდიში, რომ მოგიწია ჯოჯოხეთის გავლა და თუ შევაჯამებ ერთ წინადადებაში “შენ იცხოვრე ერთი წამით, ბოლო მომენტამდე”
მიყვარხარ ჩემო დაო და არასოდეს დაგივიწყებ. დაკრძალვა კვირას გაიმართება…“