მედია დათო კოდუასა და ალექსანდრა პაიჭაძის წყვილის შესახებ წერს. ინტერესი მათ მიმართ მას შემდეგ გაიზარდა, რაც დათო კოდუას ძმამ, ერეკლემ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც კოდუა, ყოფილ მეუღლესთან ნათია გედევანიშვილთან არის გადაღებული. მოგვიანებით კიდევ ერთი საერთო ფოტო ამჯერად ნათიამ გამოაქვეყნა.
ალექსანდრა პაიჭაძე მედიასთან კომენტარს არ აკეთებს, თუმცა, “ამბებთან” დათო კოდუას დედა, ლაურა ღაჭავა, ამბობს:
– კი ბატონო, ოჯახი არასოდეს მიუტოვებია. ის ყოველთვის ყურადღებიანი მეუღლე იყო და ყურადღებიანი ახლაც არის. შვილებს ხომ გადაყოლილია. ის შემთხვევითი ადამიანი ვინც არის, ალექსანდრა, მე არ ვიცი, მე მაგ საქმეში არ ვერევი და არც მაინტერესებს.
მე მაინტერესებს ჩემი ოჯახი, პირადი ოჯახი და შვილების ოჯახი, მეტი არ მაინტერესებს იმის გარეთ რა ხდება. ძალიან გთხოვთ, მეტი შეკითხვები არ დამისვათ.
შეგახსენებთ, რომ 2 წლის წინ ბიზნესმენი დავით კოდუა მეუღლეზე, ნათია გედევანიშვილსა და შვილზე ფიზიკური ძალადობის გამო იყო დაკავებული. მისი გათავისუფლების შემდეგ მალევე გავრცელდა ინფორმაცია დავით კოდუას ახალი სიყვარულის შესახებ. ახალი სიყვარული მოდელი და ტელესახე ალექსანდრე პაიჭაძე აღმოჩნდა. 2021 წელს კი საერთო ქალიშვილი ვიქტორია შეეძინათ.
დათო კოდუას გამო ალექსანდრა არაერთხელ გაეხვა სკანდალში. კოდუას ოჯახი წლებია ესპანეთში ცხოვრობს. სოციალურ ქსელში ორი წლის წინ მარიამ კუკუნაშვილთან დაპირისპირებისას ალექსანდრა კოდუასა და ყოფილი ცოლის ურთიერთობაზე წერდა:
ესპანეთს რაც შეეხება. დათომ თავისი სულგრძელობით, ყოფილ მეუღლეს ბინა შეუძინა, და არც მას მერე წაართვა, რაც იმან დაჭრა და ციხისთვის გაიმეტა… მე ვთხოვე შეენარჩუნებინა მისთვის ბინა… ხოდა, ამიტომაც ურემონტებს და უვლის ბინას და უკარგესი კაცია. არ უყვართ ერთმანეთი ამდენი წელია.
წარსულში, კოდუას დაკავების შემდეგ მისი მეუღლე ნათია გედევანიშვილი ამბობდა, რომ არ ეგონა მეუღლეს თუ დააკავებდნენ და უნდოდა მისთვის მხოლოდ შემაკავებელი ორდერი გამოეწერათ.
„წუხელ მოხდა ოჯახური კონფლიქტი სახლში, ეს ძალადობა არ ყოფილა, უბრალოდ სიტყვიერი კონფლიქტი მოხდა. მაგიდის აყირავებაც იყო, მე ავაყირავე მაგიდა. კონფლიქტი ქალის გამო დაიწყო. მინდა, რომ გამოუწერონ მიუკარებლობა, მისი დაჭერა სულ არ მინდა. ვუთხარი, რომ მოსულიყვნენ და გამოეწერათ ორდერი. ვითხოვ კვალიფიკაციის შეცვლას, საერთოდ არ იყო დაჭერაზე საუბარი, მინდოდა, რომ ორდერი გამოეწერათ, რომ არ მისულიყო ძალადობამდე“, – აღნიშნა ნათია გედევანიშვილმა.
შემდეგ გედევანიშვილმა მეუღლის მხრიდან ძალადობაც უარყო და განაცხადა, რომ მეუღლეს არ უცემია და თვალი სავარძელს მიარტყა. ძალადობის ფაქტი უარყო დავით კოდუას შვილმაც.
წყარო – ამბები