მარნეულში, მოსწავლემ მოსწავლე დანით ფეხის არეში დაჭრა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა დღეს, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, დაჭრას წინ მოსწავლეებს შორის ჩხუბი უძღოდა.
არსებული ინფორმაციით, მოსწავლე, რომელსაც ფეხის არეში მსუბუქი დაზიანება აღენიშნებოდა, ამ დროისთვის კლინიკიდან უკვე გაწერეს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებას ითვალისწინებს.
არსებული ინფორმაციით, იდენტიფიცირებულია შემთხვევაში მონაწილე პირი, რომელმაც მოზარდს მსუბუქი დაზიანება მიაყენა.